Category Archives: განათლება
ბიზანტიის იმპერატორის – ზოიას შესახებ…
ბიზანტიის იმპერატორმა – ზოიამ (978-1050 წლები) თავისი პირველი ქმარი,ბიზანტიის იმპერატორი – რომანოზ III არგიროსი, 1034 წლის 11 აპრილს აბაზანაში ჩაახრჩობინა მსახურებს. და რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,ახალ ქმრად და კეისარ-იმპერატორად დაისვა აწ დამხრჩვალი მეუღლის ერთ-ერთი მკვლელი და ფეხისმფხანელი – მიხეილ IV პაფლაგონელი.
დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
დაასახელეთ იმ პირველი მცენარის სახეობა,რომელიც იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში ატომური დაბომბვის შემდგომ პერიოდში აყვავილდა.
დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
როგორც ცნობილია, 1667-1672 წლებში საფრანგეთი ნიდერლანდების სამეფოსთან ომში იყო ჩაბმული.სწორედ იმ პერიოდში წარუდგინა ერთ-ერთმა სახელოვანმა გერმანელმა იდეალისტმა ფილოსოფოსმა საფრანგეთის “მეფე-მზედ” წოდებულ – ლუი XIV-ს მემორიალი,
რა უჩვეულო მეთოდით ცდილობდნენ შუა საუკუნეების ვეროპაში ხელნაწერი წიგნების დაცვას ავტორები?
შუა საუკუნეებში ხელნაწერი წიგნების შექმნა მრავალწლიან მუხლჩაუხრელ შრომას მოითხოვდა.ასეთი სახის წიგნებს იმ პერიოდის ევროპაში,ძირითადად,მონასტრებში მაცხოვრებელი ბერები წერდნენ.
დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
როგორც ცნობილია,უდიდესი კულტურის,ტრადიციებისა და ისტორიის მქონე “ამომავალი მზის” ქვეყანაში – იაპონიაში,საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში განთავსებული საპირფარეშოებით სარგებლობა უფასოა.თუმცა აღნიშნულ ქვეყანაში არსებობს ერთადერთი ადგილი (შესაძლოა ვუწოდოთ – მარშრუტიც),სადაც განთავსებული თითოეული საზოგადოებრივი საპირფარეშო ფასიანია.დაასახელეთ,ის ერთადერთი ადგილი (მარშრუტი) იაპონიაში,სადაც განთავსებული საზოგადოებრივი საპირფარეშოები ფასიანია.
თეოდორ დრაიზერის შესახებ…
“ლიტერატურული ამერიკის პირველ აღმომჩენად” წოდებული დიდი ამერიკელი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის – თეოდორ ჰერმან ალბერტ დრაიზერის (1871-1945 წლები) შესახებ კრიტიკოსებიც კი ყოველგვარი ირონიის გარეშე აცხადებდნენ,რომ – “მან საკუთარი თავი თავად შექმნაო”.
დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
დაასახელეთ იმ პირველი ბრიტანელი მოქალაქის ვინაობა,რომელიც – ავიაკატოსტროფას ემსხვერპლა.ცნობისათვის,აღნიშნული პიროვნების ბიპლანი ინგლისის ქალაქ ბორნმუთთან 1910 წლის 12 ივნისს ჩამოვარდა,რასაც მისი,როგორც პილოტის რანგში დაღუპვა მოჰყვა თან.
დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
როგორც ცნობილია,გენიალური რუსი პრიმა-ბალერინის – მაია პლისეცკაიას (1925-2015 წლები) შემოქმედების დიდი თაყვანისმცემლები გახლდნენ არა მხოლოდ ჯონ კენედი (აშშ-ის პრეზიდენტი) და მისი მეუღლე – ჟაკლინი,არამედ ჯონის ძმა – რობერტიც.ცნობილია ისიც,რომ პლისეცკაიას აშშ-ი გასტროლების შემდგომ (სწორედ მაშინ შეხვდა მაია პირველად რობეტ კენედის) პრეზიდენტის ძმა თავის ტრაგიკულ აღსასრულამდე ყოველ დაბადების დღეზე უგზავნიდა პრიმა-ბალერინას საჩუქრებს.
ლუი-ალექსანდრ ბერთიე – “ეპიზოდი”
ნაპოლეონ ბონაპარტის არმიაში განსაკუთრებული ადგილი ეკავა გენიალურ ფრანგ სამხედრო მოღვაწეს,საფრანგეთის მარშალსა და შტაბის უფროსს – ლუი-ალექსანდრ ბერთიეს (1753-1815 წლები).ბონაპარტთან განსაკუთრებული სიახლოვის გამო,ბერთიეს ხუმრობით – “იმპერატორის ცოლიც” კი შეარქვეს.
დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
როგორც ცნობილია,უძველესი ეპოქების საბერძნეთში დაკრძალვის ცერემონიალების ერთერთ შემადგენელ ნაწილს ამა თუ იმ ორატორის სიტყვით გამოსვლაც წარმოადგენდა.თუმცა ორატორებს ასეთი ცერემონიალების დროს,სიტყვით გამოსვლისას,კატეგორიულად ეკრძალებოდათ ელინელთათვის ეგზომ მნიშვნელოვანი “პერსონების” სახელდებით (სხვა დანარჩენებისგან გამორჩევა) მოხსენიება.