Category Archives: ლიტერატურა

ოთარ ჭილაძის რომანიდან – „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა”

„ოჯახში შემოშვებული უცხო კაცი, ვინც უნდა იყოს იგი, შენს მზეს მაინც არასოდეს დაიფიცავს, რადგან შენს მზეს თავისი გოგრის თესლი ურჩევნია და ვიდრე შენთან მოვიდოდა, თავისი მზე ჰქონდა და ახლა ის მზე, რომელიც სადღაც ისევ არსებობს, სიშორისა და მიუღწევლობის გამო, ასმაგად საყვარელი და სანატრელი გახდომია.

ამონარიდი უილიამ შექსპირის გენიალური ტრაგედიიდან – „შექსპირი”

„ამ თავს ერთხელ პირში ენა სდებია და სიმღერაც შესძლებია. როგორ ისვრის ეს ბრიყვი მიწაზედ, თითქო პირველ კაცისმკვლელის კაენის თავი იყოსო. ვინ იცის, იქნება ეს თავი პოლიტიკოსის თავი იყო და ეს ვირი როგორ უმართებულოდ ეპყრობა! იქნება თავის დროზედ იგი ღმერთთანაც გაბჭობას არ ერიდებოდა. არა, ჰორაციო?.. 

ტონი მორისონის რომანიდან – “საყვარელი”

” – ღმერთს სჯი,არა?

- ისე არა,როგორც თვითონ მსჯის”.

ტომას მაინ რიდის რომანიდან – “ოცეოლა”

“მხოლოდ გულნამცეცა ადამიანს ვერ გაამამაცებს სიყვარული,თორემ ლაჩარიც საყვარელი ქალის ღიმილით გამხნევებული,არნახულ გმირობას ჩაიდენს”.

ფლორბელა ეშპანკას შესახებ…

ფლორბელა ეშპანკა (1894-1930 წლები) – წარმოადგენდა იმ პორტუგალიელ პოეტ და მთარგმნელ ქალს,რომელმაც პორტუგალიის ისტორიაში პირველმა დაამთავრა სრული კურსი ლისაბონის უნივერსიტეტისა (იურიდიული ფაკულტეტი).

ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…

“ყველაფერი სიცრუეა,ყველაფერი ოცნებაა,ყველაფერი ისეთი არაა,როგორიც გეჩვენებათ.თქვენ გგონიათ ის საუცხოოდ შეკერილი სერთუკით მოსეირნე ვაჟბატონი მდიდარია?! არა,მხოლოდ ეს სერთუკია მისი მთელი ავლადიდება.იქნებ გგონიათ,რომ ორი ჩასუქებული კაცი,რომლებიც მშენებარე ეკლესიის წინ შეჩერებულან,მის არქიტექტურაზე მსჯელობენ?! არა,ისინი ერთმანეთის პირდაპირ უცნაურად ჩამომჯდარ ორ ყვავზე ლაპარაკობენ.

გრიგოლ აბაშიძის რომანიდან – “დიდი ღამე”

https://upload.wikimedia.org/wikipedia/ka/a/a4/ImagesCAUUAUE1.jpg“მაშ რისთვისღა ჰყავდა ხალხებს წინასწარმეტყველები,რისთვისღა თქვა საკუთარ არსებაზე უარი ბუდამ,ან ქრისტე რად ეწამა ჯვარზე,ან მაჰმადმა რაღად იქადაგა ახალი სარწმუნოება,თუ ადამიანების მოქმედების განმსაზღვრელად ისევ და მაინც ერთიმეორის კვლა და მტრობა,ერთი ერის მიერ მეორეზე ბატონობა დარჩებობა?!

ჰანს ვერნერ რიხტერის რომანიდან – “არა კაც ჰკლა”

“რის ბედი,რა ბედი,უბრალოდ თავი უნდა გებას კაცს”.

სტივენ ედვინ კინგის რომანიდან – „უიმედოთა ქალაქი”

„ღმერთთან კავშირი არ უნდა გაწყვიტო მაშინ, როცა კარადა სავსეა, რათა მაშინ, როცა კარადა ცარიელი იქნება, მასთან მისვლა შეგეძლოს”.

ეტელ ლილიან ვოინიჩის რომანიდან – “კრაზანა”

” – პატარებს ღმერთი ეხმარება კარგი ადამიანების ცნობაში”.