Category Archives: ლიტერატურა

ეზოპეს იგავ-არაკი – “მებუკე”

ერთ-ერთი ლაშქრის მებუკე მტერს ჩაუვარდა ხელთ.მებუკემ შეჰბღავლა:

 - ტყუილუბრალოდ ნუ მომკლავთ გულოვანნო,ბრალი არა მაქვს.არავინ მომიკლავს,ამ ბუკის გარდა სხვა იარაღი არა გამაჩნია რაო.

იოჰან ვოლფგანგ გოეთეს რომანიდან – “ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი”

“ქურდობა ხომ დასაგმობია,მაგრამ ის კაცი,რომელიც თავისი ოჯახის შიმშილით სიკვდილისაგან დასახსნელად მოიპარავს,დასჯის ღირსია თუ შებრალებისა? ან ვინ აღიღებს მახვილს იმ ქმრის წინააღმდეგ,რომელმაც თავისი მეძავი ცოლი და მისი კურო სიცოცხლეს გამოასალმა?

უილიამ შექსპირის ტრაგედიიდან – “კორიოლანოსი”

“კარგო მოქალაქენო! კარგს აღარა გვიკლია რა! კარგები პატრიციები არიან,ჩვენ-კი ღარიბ-ღატაკები.მარტო ის გვეყოფოდა საზრდოდ,რაც მათთვის მეტია და ამ მეტ ლუკმას რომ მოგვაწოდებდნენ,სანამ სული არ ამოგვხდომია,კიდევ ვიტყოდით,ჰო,კაცურად გვეპყრობიანო.მაგრამ ამაზედაც-კი პურიძვირობენ.

მარკ ტვენი – “ცოცხალია თუ მკვდარი”

გენიალურ ამერიკელ მწერალს,სატირიკოსსა და იუმორისტს – სემიუელ ლენგჰორნ კლემენზს,იგივე მარკ ტვენს,ერთ-ერთ თავის დიდებულ მოთხრობაში – “ცოცხალია თუ მკვდარი”, – ასეთი ამბავი აქვს აღწერილი: ნიჭიერი ახალგაზრდა მხატვრები შიმშილით კვდებიან და ლუკმა პური სანატრელი გახდომიათ.

თორნიკე გოგნიაშვილის მოთხრობიდან – “მიწა და ძვალი”

“ყველაზე დიდი ბედნიერებაა,არ გეშინოდეს უბედურების.დროის არ უნდა გეშინოდეს,რადგან,რაც მთავარია,მიდის,მიდის და ადრე თუ გვიან აგაცილებს ნებისმიერ ტკივილს.არსებობს განუკურნებელი ტკივილიც,მაგრამ მაინც კარგავს ძალას დროთა განმავლობაში.

ამონარიდები იუსტაინ გორდერის რომანიდან – „ფორთოხლის გოგონა”

„დროს სათამაშოდ მიეცა ეს ჩვენი პლანეტა: მასზე იწერება ქვეყნიერების ისტორია, მასზე იტვიფრება მომხდარი მოვლენები… და ყველაფერი ისევ დროის ხელით იშლება. აქ სიცოცხლე გრძნეულის ქვაბივით თუხთუხებს.

ამონარიდები მარიო პიუზოს რომანიდან – „ნათლია”

1. „მეგობრობა – ყველაფერია. მეგობრობა უფრო მეტია, ვიდრე ტალანტი. ის უფრო მეტია, ვიდრე ნებისმიერი ძალაუფლება. ეს დაახლოებით იგივეა, რაც – ოჯახი”.

უგო ფოსკოლო

უგო ფოსკოლო – დაიბადა 1778 წლის 6 თებერვალს იონიის ზღვაში მდებარე კუნძულ ზაკინთოზე (თანამედროვე საბერძნეთი).იგი წარმოადგენდა დიდ იტალიელ პოეტსა და ფილოლოგს.

ამონარიდები გურამ დოჩანაშვილის მოთხრობიდან – „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა”

1. „ – რას იზამთ ბიბლიოთეკაში რომ დაინახოთ ვიღაც წიგნს ხევს?

ვაჟა-ფშაველა – “საიქიოს წარმოდგენა”

ყოველ ხალხს,რომელსაც სულის მყოფობა სწამს,საიქიოც სჯერა.რადგან სხვადასხვა ხალხები სდგანან სხვადასხვა გონების სიმაღლეზე და აქვთ განსაკუთრებული ეროვნული სურვილები,ამიტომ საიქიოს წარმოდგენაც ბევრად განირჩევა ერთმანეთისაგან.