Category Archives: ლიტერატურა

ტომას ჰარისი

ტომას ჰარისი - დაიბადა 1940 წლის 11 აპრილს ტენესის შტატის ქალაქ ჯეკსონში (ამერიკის შეერთებული შტატები).იგი წარმოადგენს დიდ ამერიკელ მწერალსა და ჟურნალისტს,რომელმაც სახელი განსაკუთრებით გაითქვა ბესტსელერებად ქცეული რომანებით – “შავი კვირა” და “წითელი დრაკონი” (აღნიშნულ რომანში პირველად გამოჩნდა,დღეისათვის საყოველთაოდ ცნობილი,გამოგონილი პერსონაჟი – ჰანიბალ ლექტერი).

იმრე შარკადი

იმრე შარკადი - დაიბადა 1921 წლის 13 აგვისტოს,უნგრეთის ქალაქ დებრეცენში.იგი წარმოადგენდა დიდ უნგრელ პროზაიკოსს,დრამატურგსა და ჟურნალისტს.

ნონოს პანოპოლისელი

ნონოს პანოპოლისელი - მოღვაწეობდა ახ.წ.აღ-ით V საუკუნეში და იგი წარმოადგენდა დიდ ძველბერძენ (ბიზანტიელ) ეპიკური ჟანრის პოეტს,რომელიც წარმომავლობით ძველი ეგვიპტის ქალაქ პანოპოლისიდან გახლდათ გამოსული.

მაგნუს ფელიქს ენოდიუსი

მაგნუს ფელიქს ენოდიუსი - რომელსაც ასევე მოიხსენიებენ,როგორც ენოდიუს პავიელი,დაიბადა ახ.წ.აღ-ით 474 წელს,სავარაუდოდ საფრანგეთის ქალაქ არლიში,წარჩინებულ გალურ ოჯახში.იგი წარმოადგენდა დიდ ქრისტიან მწერალსა და პოეტს,რომელიც 513-515 წლებში იტალიური ქალაქის პავიის ეპისკოპოსი გახლდათ.

ძიპენსია იკუ

ძიპენსია იკუ - რომლის ნამდვილი სახელი გახლდათ – სიგეტა სადაკაძუ,დაიბადა 1765 წელს,იაპონიის პრვინცია სურუგაში,სამურაების ტრადიციების მატარებელ ოჯახში.იგი წარმოადგენდა ედოს პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სახალხო მწერალს,რომელიც ძირითადად მუშაობდა ლირიკული სატირისა და რომანების ჟანრში.

ჩინუა აჩებე

ჩინუა აჩებე - რომლის სრული სახელი გახლავთ ალბერტ ჩინუალუმოგუ აჩებე,დაიბადა 1930 წლის 16 ნოემბერს ნიგერიის სოფელ ოგიდიში,სკოლის მასწავლებლის ოჯახში.იგი წარმომავლობით ნიგერიის სამხრეთ-აღმოსავლეთით მაცხოვრებელი ხალხის – იგბოს წარმომადგენელი გახლდათ.

ანაკრეონტი

ანაკრეონტი - დაიბადა დაახლოებით ძვ.წ.აღ-ით 570-559 წლების შუალედში,მცირე აზიაში მდებარე იონიის უძველეს ქალაქ თეოსში.იგი წარმოადგენა ერთ-ერთ უდიდეს ძველბერძენ ლირიკულ პოეტს,რომელიც “ალექსანდრიელი ელინისტური მეცნიერების” მიერ შეყვანილ იქნა “9 უდიდესი ლირიკოსი პოეტების” ნუსხაში.ანაკრეონტის წარმომავლობის შესახებ ცნობები ძალიან მწირია.

ჭოლა ლომთათიძის ლირიკული მოთხრობიდან – “სახრჩობელას წინაშე”

“შია და ცივა ადამიანს,ობოლია და უპატრონო ის,უთანაგრძნობოდ,უალერსოდ დარჩენილა ის,რაც დაიბადა,არ უნახავს ალერსი შეყვარებულისა,არ სმენია ტკბილი სიტყვა.ის გაძარცვეს,გაატიტვლეს,მოპარეს სული და გული,მოპარეს გრძნობა,ქუჩაში გაუძახეს…

ივანე გომართელი – “ნიკოლოზ ბარათაშვილი” (ნაწყვეტები)

ნიკოლოზ ბარათაშვილს ხშირად ადარებენ ჯორჯ ბაირონს.მსგავსება ამ ორ პოეტს შორის დიდია,მაგრამ განსხვავებაც დიდია: მაშინ,როდესაც ბარათაშვილის პოეზია მსოფლიო გოდებაა ობოლი სულისა,ბაირონის პოეზია,მსოფლიო გოდებას გარდა,ბასრი მახვილია.

შარლოტა ბონტეს რომანიდან – “ჯეინ ეარი”

“უბადრუკი პატარა გლეხუჭები სულითა და ხორცით ისეთივე კარგები არიან,როგორიც უკეთილშობილესი წარმოშობის ჩამომავალნი; სიკეთის კეთილშობილების,