Category Archives: ფრაზეოლოგია
ჯეიმზ ფენიმორ კუპერი წერდა…
„უთანასწორო ქორწინებას, უთანასწორო მეგობრობისა არ იყოს, ხეირი იშვიათად მოაქვს”.
ჯეიმზ ფენიმორ კუპერი წერდა…
„არის წუთები, როცა ყველაფერს ნათლად შეიცნობ და როდესაც ღმერთის მკაცრი, მაგრამ სამართლიანი მსჯავრი ისე ცხადად და მკაფიოდ წარმოგიდგება, რომ, რაც არ უნდა უსიამოვნო იყოს მისი გამოცხადება და როგორც არ უნდა გინდოდეს მისგან თავის დაღწევა, მაინც ვერსად გაექცევი”.
„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„მშობლებმა თავიანთ ნაშიერთ სხვა თუ არაფერი, სახელი მაინც უნდა დაუტოვონ”.
„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„იცით, ადამიანები არ იცვლებიან. რატომ არ იცვლებიან? – იმიტომ, რომ არ სურთ შეიცვალონ”.
შტეფან ცვაიგი წერდა…
„ბედი ცვალებადია. თავის წარმავალსა და მერყევ სიკეთეს ის უთანაბროდ ანაწილებს და ადამიანს მწვერვალზე აიყვანს მხოლოდ იმისათვის, რომ მაშინვე გადმოაგდოს იქიდან და წაართვას, ასე ვთქვათ, ყველა დროებით ნათხოვარი სიკეთე”.
„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„ვინც სხვას სკალპს ხდის, იმან ისიც უნდა იცოდეს, რომ ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება მასაც მოაძრონ სკალპი”.