Category Archives: საინტერესო ფაქტები
ჯორჯ ბერნარდ შოუ – „ეპიზოდი”
უდიდესი ირლანდიელი დრამატურგი და რომანისტი – ჯორჯ ბერნარდ შოუ (1856-1950 წლები) აღიარებდა,რომ არც ერთ სკოლაში,რომელშიაც კი ოდესმე უვლია, – არაფერი შეუსწავლია.
ჰარი ტრუმენი – „ეპიზოდი”
ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 33-ე პრეზიდენტმა – ჰარი ტრუმენმა (1884-1972 წლები),რომელიც უმთავრესი ინიციატორი გახლდათ ჰიროსიმასა და ნაგასაკიში ატომური ბომბების ჩამოგდებისა,საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის ჟამს საზოგადოებას უკანასკნელად მიმართა ოფიციალური სიტყვით.
ბორის პასტერნაკი – „ეპიზოდი”
ცნობილია,რომ გენიალურ რუს პოეტს,მწერალსა და მთარგმნელს – ბორის პასტერნაკს (1890-1960 წლები) მოსკოვის გარეუბანში მდებარე რაიონში – პერედელკინოში აგარაკი გააჩნდა კერძო საკუთრებაში.
ჰარიეტ ელისაბედ ბიჩერ სტოუ – „ეპიზოდი”
1852 წლის 20 მარტს ამერიკის შეერთებულ შტატებში სრულყოფილად პირველად იქნა გამოცემული ამერიკელი მწერალი ქალისა და აბოლიციონისტის – ჰარიეტ ელისაბედ ბიჩერ სტოუს (1811-1896 წლები) მიერ რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით დაწერილი რომანი – „ბიძია თომას ქოხი”.
ქსოვის ისტორიიდან…
ზუსტად დადგენილი არ არის,როდის დაიწყო ადამიანმა პირველად ქსოვა,თუმცა-კი ცნობილია,რომ დღემდე აღმოჩენილ ყველაზე ძველ ნაქსოვ ნიმუშს ახ.წ.აღ-ით III-IV საუკუნეებში დამზადებული ბავშვის წინდები წარმოადგენს,რომელიც არქეოლოგებმა ერთ-ერთი კოპტური საფლავის გახსნისას აღმოაჩინეს.
მიხეილ გორბაჩოვი – „ეპიზოდი”
შესაძლოა დიდი მნიშვნელობის ინფორმაცია არ იყოს,მაგრამ მაინც შევნიშნავ: საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის უკანასკნელი გენერალური მდივანი - მიხეილ გორბაჩოვი,რომელსაც დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ,თანამდებობიდან წასვლისას მოსახლეობისთვის არ განუმარტავს ოფიციალური მიზეზები გადადგომისა,
მოდესტ მუსორგსკი – „ეპიზოდი”
ალკოჰოლური დელირიუმის („თეთრ ციებ-ცხელებად” წოდებული მწვავე ალკოჰოლური ფსიქოზი) დიაგნოზით სანკტ-პეტერბურგის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაცვლილი სახელოვანი რუსი კომპოზიტორი და რუს კომპოზიტორთა შემოქმედებითი გაერთიანების – „მძლავრი ჯგუფის” თვალსაჩინო წარმომადგენელი – მოდესტ მუსორგსკი (1839-1881 წლები),
ფერნანდო მაგელანი – „ეპიზოდი”
დედამიწის ირგვლივ პირველი წარმატებული მოგზაურობის დამაგვირგვინებლისა და ესპანეთის სამეფოს სამსახურში ჩამდგარი პორტუგალიელი მეზღვაური-მკვლევარის - ფერნანდო მაგელანის (1480-1521 წლები) ბიოგრაფების ერთი ნაწილი ირწმუნება,რომ თავდაპირველად საერთოდ არ ყოფილა დაგეგმილი მაგელანის მიერ დედამიწის გარშემო მოგზაურობა.
გალილეო გალილეი- „ეპიზოდი”
ინკვიზიციის ქარ-ცეცხლში გამოვლილმა გენიალურმა იტალიელმა ფიზიკოსმა,მექანიკოსმა და ასტრონომმა – გალილეო გალილეიმ (1564-1642 წლები) თავისი ორივე ქალიშვილი – ვირჯინია და ლივია მონასტერს მიაბარა აღსაზრდელად.
ფერენც ლისტი – „ეპიზოდი”
1822 წელს გენიალური გერმანელი კომპოზიტორისა და პიანისტის – ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის ყოფილ მოწაფესთან,სახელოვან ავსტრიელ პიანისტთან და კომპოზიტორთან – კარლ ჩერნისთან მუსიკალური განათლების მიღებას უნგრელი ყმაწვილი – ფერენც ლისტი (1791-1857 წლები) შეუდგა.