Category Archives: საინტერესო ფაქტები

იოჰან სებასტიან ბახი – „ეპიზოდი”

ცნობილია,რომ XVIII საუკუნის პირველი დეკადის ჩათვლით ევროპულ ტაძრებში საეკლესიო საგალობლებს მხოლოდ მამაკაცები ასრულებდნენ,რადგან ეკლესიის მგალობელთა გუნდში ჩარიცხვის პრივილეგიით მხოლოდ და მხოლოდ ისინი სარგებლობდნენ.

პეტრე ჩაიკოვსკი – „ეპიზოდი”

ოფიციალური ვერსიის თანახმად,გენიალური რუსი კომპოზიტორი და დირიჟორი - პეტრე ჩაიკოვსკი (1840-1893 წლები) ქოლერას ეპიდემიას ემსხვერპლა,თუმცა აღნიშნულ ვერსიას რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება უარყოფს.

კონსტანტინე პაუსტოვსკი – „ეპიზოდი”

რუსული ლიტერატურის კლასიკოსი მწერლის – კონსტანტინე პაუსტოვსკის (1892-1968 წლები) შემოქმედების ფანატიკურად მოყვარული გახლდათ სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული გერმანული წარმომავლობის მქონე ისეთი პოპულარული ამერიკელი მსახიობი ქალი,როგორიც გახლდათ – მარლენ დიტრიხი.

ალექსანდრე სოლჟენიცინი – „ეპიზოდი”

ნობელიანტ რუს მწერალსა და საბჭოთა დისიდენტს – ალექსანდრე სოლჟენიცინს (1918-2008 წლები) ქვეყნის ხელისუფლებამ 1998 წელს რუსეთის ფედერაციის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო – „წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ორდენი” მიანიჭა,

ართურ კონან დოილი – „ეპიზოდი”

თვითმხილველთა გადმოცემით, შერლოკ ჰოლმზის პერსონაჟის ავტორი, დიდი შოტლანდიელი მწერალი – ართურ კონან დოილი (1859-1930 წლები) არაჩვეულებრივი ფიზიკური მონაცემებითა და ჯელტმენისათვის დამახასიათებელი ყველა ნიშნითაც ყოფილა გამორჩეული.

ალბერტ შვაიცერი – „ეპიზოდი”

„ადამიანის განკურნებაზე დიდი სიამოვნება არ არსებობსო”, – ამბობდა XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ჰუმანისტად აღიარებული სახელოვანი გერმანელი ექიმი,ფილოსოფოსი და თეოლოგი – ალბერტ შვაიცერი (1875-1965 წლები).

გალი მატიე – „სიცილით განმკურნებელი რეცეპტი”

XVII საუკუნის დასასრულს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ცხოვრობდა ექსცენტრიული თვისებებით გამორჩეული ფრანგი ექიმი – გალი მატიე,რომელმაც სახელი გაითქვა არა მხოლოდ შესანიშნავი სამედიცინო პრაქტიკით,არამედ იმითაც,რომ იგი თავის პაციენტებს გარდა ტრადიციული რეცეპტებისა ერთობ უჩვეულო სახის სამკურნალო რეცეპტებსაც უწერდა.

ადოლფ ჰიტლერი – ქალაქ ლანშკროუნის „საპატიო მოქალაქე”

ჩეხეთის შემადგენლობაში შემავალ პარდუბიცეს მხარეში განთავსებულია 10 000 ადამიანით დასახლებული პატარა ქალაქი – ლანშკროუნი,რომელსაც ადგილობრივმა მმართველებმა სახელი ერთი უცნაური და შეიძლება ითქვას,არასახარბიელო გადაწყვეტილებით გაუთქვეს.

ვის უნდა განესახიერებინა თავდაპირველად „ტერმინატორი”?

გენიალური ამერიკელი კინორეჟისორის – ჯეიმზ კამერონის მიერ 1984 წელს გადაღებულ საყოველთაოდ ცნობილ ფანტასტიკურ და მძაფრსიუჟეტიან ფილმში – „ტერმინატორი”,თავდაპირველად,მთავარი როლი ცნობილ ამერიკელ მსახიობსა და ამერიკული ფეხბურთის პროფესიონალ მოთამაშეს – ო.ჯეი სიმპსონს უნდა განესახიერებინა.

„ბედის ირონია”

ახალი ინგლისის რეგიონში არსებულ – ნიუ-ჰემფშირის შტატში დარეგისტრირებული საავტომობილო სანომრო ნიშნები აშშ-ის სხვა შტატებში დარეგისტრირებული საავტომობილო სანომრე ნიშნებისაგან ერთი ფრიად უჩვეულო ნიშნით გამოირჩევა.