Category Archives: საინტერესო ფაქტები
ერნან კორტესი – „ეპიზოდი”
„კორტესს საოცრად ეხერხებოდა ინდიელების სისხლი და ოფლი ოქროდ ექცია.მხოლოდ ღმერთმა იცის,ეს სიმდიდრე რამდენი ინდიელის სიცოცხლედ ღირდაო”, – მრავალმნიშვნელოვნად შენიშნავდა კორტესის ერთ-ერთი ბიოგრაფი თავის ნაშრომში აცტეკების იმპერიის დამაქცევარი ესპანელი კონკისკადორის – ერნან კორტესის (1485-1547 წლები) შესახებ.
ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი უკანასკნელ გზაზე
ინტენსიურმა შემოქმედებითმა მუშაობამ,სრულმა სიყრუემ,თვალების,კუჭის,ღვიძლის ავადმყოფობამ და მუდმივმა მოუსვენრობამ,რასაც ხელს უწყობდა დიდი გერმანელი კომპოზიტორისა და ვირტუოზი პიანისტის - ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის (1770-1827 წლები) მზრუნველობის ქვეშ აყვანილი სათაყვანებელი ძმისწულისა და მისი თავაშვებული დედის ცუდი ყოფაქცევა,
ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი – „ეპიზოდი”
XIX საუკუნის დასაწყისში გენიალურ გერმანელ კომპოზიტორსა და პიანისტს – ლუდვიგ ვან ბეთჰოვენს (1770-1827 წლები) ერთი საეჭვო რეპუტაციის ქალი შეუყვარდა.
კეტრინ გორდონის დახასიათება
გენიალური რომანტიკოსი ინგლისელი პოეტის – ჯორჯ გორდონ ბაირონის დედას წარმოადგენდა შოტლანდიელი დიდგვაროვნების „გორდონების” ერთ-ერთი წარმომადგენელი ქალი – ლედი კეტრინ გორდონი.
ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი – „ეპიზოდი”
პრაღაში ყოფნის პერიოდში (1798 წელს),ოხუნჯობისა და მისტიფიკაციის მოყვარულ გენიალურ გერმანელ კომპოზიტორს – ლუდვიგ ვან ბეთჰოვენს (1770-1827 წლები) ერთ-ერთმა მანდილოსანმა ჰკითხა,ხშირად უსმენდა თუ არა მასესტრო ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის მუსიკალურ ქმნილებებს,
ლეოპოლდ II – „ეპიზოდი”
ერთ დღეს ბელგიის მეფეს - ლეოპოლდ II-ს (1835-1909 წლები) უცნობმა პოეტმა წერილობითი თხოვნით მიმართა,რათა მონარქს თავისი ძალაუფლება გამოეყენებინა და ბელგიის ქალაქ შარლელუას ციხეში გამოკეტილი ცხრა სიკვდილმისჯილი შეეწყალებინა და მათთვის სიცოცხლე ეჩუქებინა.
რა შეემთხვა ქორწილის მიმდინარეობისას ფრიდა კალოს?
1929 წელს თავისი ექსტრავაგანტული ნატურით ცნობილ დიდ მექსიკელ მხატვარ ქალზე – ფრიდა კალოზე იქორწინა ქეიფის,დროსტარებისა და სუსტი სქესის წარმომადგენელთა ტრფობით სახელგანთქმულმა სახელოვანმა მექსიკელმა ფერმწერმა – დიეგო რივერამ.
რა განაცხადა ჟან კოკტომ პაბლო პიკასოს შესახებ?
საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია,რომ კუბიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი გენიალური ესპანელი მხატვარი და სკულპტორი - პაბლო რუის ი პიკასო (1881-1973 წლები) ქალთა დიდი მოტრფიალე გახლდათ.ცნობილია ისიც,რომ გულთამპყრობელი ხელოვანის ამურული გატაცების ბადეში უამრავი ქალი იყო გახვეული.
უინსტონ ჩერჩილი – „ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,გაერთიანებული სამეფოს ლეგენდად ქცეულ პრემიერ-მინისტრს – სერ უინსტონ ლეონარდ სპენსერ-ჩერჩილსა და მის მეუღლეს – კლემენტინას,ერთმანეთთან ხანგრძლივი პერიოდის თანაცხოვრების განმავლობაში ერთი ვაჟი (რენდოლფი) და ოთხი გოგონა შეეძინათ (დიანა,სარა,მერიჰოლდი და მერი).
ასე არიგებდნენ აცტეკი მშობლები თავიანთ ქალიშვილებს…
„ბეჯითად დაართე,ქსოვე და კერე.ძალიან დიდხანს ნუ იძინებ… ქალური პრანჭვა-გრეხა უქმად ყოფნას,სიზარმაცესა და სხვა ცუდ ზნეს შეგაჩვევს.მუშაობის დროს ცუდ რამეზე ნუ იფიქრებ.როცა მშობლები გიხმობენ,ნუ დაუცდი გამეორებას,