Category Archives: საინტერესო ფაქტები
ბერძნული გვარის – “პაპადოპულოსის” შესახებ…
შუა საუკუნეების პერიოდში მაცხოვრებელი ადამიანი,რომელიც რაიმე ხელობის მფლობელი იყო,იმავე ხელობის ცოდნით ფასდებოდა საზოგადოების მხრიდან.მისი ოსტატობის შესახებ ინფორმაციები შვილებს,შვილიშვილებსა და სხვა მომავალ თაობებს გადაეცემოდა.ის კი არადა,ადამიანებისათვის თავიანთი ხელობა (მჭედლობა,ფეიქრობა და ასე შემდეგ) ხდებოდა მათივე გვარის განმსაზღვრელი უმთავრესი საშულებაც კი.
რატომ უწოდეს სასამართლო მედიცინას – “ბინძური მეცნიერება”?
1859 წელს ლონდონის ცენტრალურმა სასამართლომ განიხილა დოქტორ თომას სმეტერსტის საქმე.მას ბრალი ედებოდა საყვარელი ქალის – იზაბელა ბენქსის მოწამვლის გზით მკვლელობაში.სასამართლო ექსპერტმა – სუეინ ტეილორმა განაცხადა,რომ სახეზე იყო უტყუარი მტკიცებულება ბრალდებული ექიმის კუთვნილი ბოთლის სახით,რომელშიც იმ სახეობის საწამლავი იყო ჩასხმული,რომლითაც გარდაცვლილი მოწამლეს.
ვალენტინ სეროვი – “ეპიზოდი”
ერთხელ ცნობილმა რუსმა მეწარმემ და მეცენატმა სავა მამონტოვმა გენიალურ რუს მხატვარს,გრაფიკოსსა და პორტრეტული ჟანრის დიდოსტატს - ვალენტინ სეროვს (1865-1911 წლები) საკუთარი პორტრეტის დახატვა შეუკვეთა.
ანდრე მარი ამპერი – „ეპიზოდი”
„ელექტროობის ნიუტონად” წოდებული გენიალური ფრანგი ფიზიკოსი, მათემატიკოსი და ელექტრომაგნეტიზმის ფუძემდებელი - ანდრე მარი ამპერი (1775-1836 წლები) ერთობ უცნაური თვისებების მქონე პიროვნება გახლდათ.
რობერტ ფონ უნგერნ-შტერნბერგი – “ეპიზოდი”
“ომის თეთრ ღმერთად” წოდებული გერმანული წარმომავლობის მქონე რუსი გენერალი და “თეთრი მოძრაობის” თვალსაჩინო წარმომადგენელი – რობერტ ფონ უნგერნ-შტერნბერგი (1886-1921 წლები),რომელიც გახლდათ ჩინგიზ-ყაენის იმპერიის რესტავრაციის იდეის უმთავრესი ავტორი,ყოველთვის იწონებდა თავს წინაპართა სახელოვანი წარსულით.
ჯორჯ ბაირონი – “ეპიზოდი”
ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად,მაშინ,როდესაც 36 წლის ასაკში მყოფი გენიალური ინგლისელი რომანტიკოსი პოეტი – ჯორჯ გორდონ ბაირონი (1788-1824 წლები) საბერძნეთში განთავსებულ ქალაქ მისოლუნგის ახლოს მდებარე ჭაობებში კვდებოდა,
ჯონ კიტსი – “ეპიზოდი”
გენიალურმა ინგლისელმა რომანტიკოსმა პოეტმა – ჯონ კიტსმა (1795-1821 წლები) გარდაცვალებამდე მცირეოდენი ხნით ადრე დაიბარა,რომ თავის საფლავის თეთრ ქვაზე არც მისი სახელი და გვარი ყოფილიყო ამოკვეთილი და არც მისი დაბადებისა და გარდაცვალების თარიღები.
შტეფან ცვაიგი – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,გერმანელი ფაშისტების მიერ სამშობლოდან დევნილმა ებრაული წარმომავლობის მქონე გენიალურმა ავსტრიელმა მწერალმა – შტეფან ცვაიგმა საკუთარ მეუღლესთან – ფრედერიკა მარიასთან ერთად ბრაზილიის მუნიციპალიტეტ პეტროპოლისში სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.
ჯულიეტა მაზინა – “ეპიზოდი”
1994 წლის 23 მარტს იტალიის დედაქალაქ რომში ფილტვების კიბოს შედეგად გარდაიცვალა იტალიური კინოსა და თეატრის დიდი იტალიელი მსახიობი ქალი - ჯულიეტა მაზინა.
“შავი დროშის” შესახებ…
“როდესაც შავ დროშებს დაინახავთ,მიწას გაეკარით და არ გაანძრიოთ არც ხელები და არც ფეხებიო”, – ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად,ასე განუცხადებია ჯერ კიდევ VII საუკუნეში შიიტთა პირველ იმამს,სუნიტთა მეოთხე მართლმორწმუნე ხალიფასა და წინასწარმეტყველ მუჰამადის ბიძაშვილს – ალი იბნ აბუ ტალიბს (598-661 წლები).