Category Archives: საინტერესო ფაქტები
საინტერესო ფაქტები “ჯინსების” ისტორიიდან…
1. პირველი ჯინსების მწარმოებელი კომპანიის – “Levi Strauss & Company”-ის დამფუძნებელი გახლდათ გერმანიაში (ბავარიაში) დაბადებული ებრაული წარმომავლობის მქონე ამერიკელი მეწარმე – ლევი სტრაუსი (1829-1902 წლები).
გერმანული სს-ის წევრების ბეჭედი – “მკვდარი თავი”
“მკვდარი თავი” – წარმოადგენდა ვერცხლის ფირფიტებისაგან დამზადებულ ბეჭედს,რომელსაც გერმანული მესამე რაიხის სს-ის რაიხსფიურერი და შინაგან საქმეთა მინისტრი – ჰაინრიხ ჰიმლერი (1900-1945 წლები) პირადად გასცემდა “შუცშტაფელის” (იგივე “სს”-ის) პარამილისტარისტული ორგანიზაციის წევრებზე,როგორც ერთ-ერთ დასაჯილდოვებელ ნიშანს,რადგან იმ შემთხვევაში,თუკი ესა თუ ის ესესელი აღნიშნულ ბეჭედს მიიღებდა,მისი სამხედრო ჩინი ავტომატურად იზრდებოდა.
რატომ რგავენ ვარდებს ვენახში?!
მსოფლიოს იმ რეგიონებში,სადაც ვაზია გავრცელებული,ვენახების განაპირა ნაწილებში (თავსა და ბოლოში) სპეციალურად რგავენ ვარდის ბუჩქებს.აღნიშნული მეთოდი ვენახის გასალამაზებლად ნამდვილად არ გამოიყენება.
ჯორჯ სოროსის მშობლების შესახებ…
უნგრეთში დაბადებული ებრაული წარმომავლობის მქონე ამერიკელი ფინანსისტის,ინვესტორისა და ფილანტროპის - ჯორჯ სოროსის მამა – ტივადარ სოროსი (1894-1968 წლები) პროფესიით იურისტი გახლდათ,თუმცა ხელოვნურ საერთაშორისო დამხმარე ენაზე – ესპერატნტოზე -”ესპერი”-ს” ფსევდონიმით წერდა და აქვეყნებდა რიგ ლიტერატურულ ნაწარმოებებსაც (მის კალამს ეკუთვნის ცნობილი ნოველა – “თანამედროვე რობინზონები”).
“ღორული ომი”
XIX საუკუნის 50-იან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადას შორის კუნძულ სან-ხუანის გამო (არქიპელაგ – სან-ხუანის სიდიდით მეორე კუნძული) საკმაოდ დიდი დავა მიმდინარეობდა.იმავე პეროდში,კერძოდ 1859 წლის 15 ივნისს ამერიკელმა,გვარად – კეტლერმა,თავის კარ-მიდამოში კანადელი მეზობლის,გვარად – გრიფიტის ღორი შენიშნა,რომელიც კეტლერის მოსავალს პირწმინდად ანადგურებდა.
ჯონ მონტეგიუ – “ეპიზოდი”
ერთ დღეს,ქუჩაში მიმავალ ბრიტანეთის საადმირალოს პირველ ლორდსა და დიპლომატს – ჯონ მონტეგიუს (1718-1792 წლები),ევროპული რადიკალიზმის აღდგენის მოსურნე პოლიტიკური ოპონენტი და ჟურნალისტი - ჯონ უილკსი (1725-1797 წლები) შემოხვდა.მცირეოდენი გასაუბრების შემდგომ,მონტეგიუმ თავისი ღვარძლი ოპონენტის მიმართ შემდეგი სიტყვებით გამოხატა:
ჯეიმზ ჰედლი ჩეიზი – “ეპიზოდი”
”ლიტერატურის ოსტატად” აღიარებული ინგლისელი მწერალი - ჯეიმზ ჰედლი ჩეიზი (1906-1985 წლები),თავისი მორიგი წიგნის პრეზენტაციას აწყობდა,რა დროსაც მასთან ერთი ნაკლებად ცნობილი ბრიტანელი მსახიობი ქალი მივიდა და ერთობ ცინიკურად ჰკითხა:
“ზაირული ზაირის” უჩვეულო ფულადი ბანკნოტები…
დამოუკიდებლობის მოპოვებიდან რამდენიმე თვეში,სხვადასხვა ბუნებრივი მინერალებით მდიდარი აფრიკულ ქვეყანა – კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა საშინელმა სამოქალაქო ომმა მოიცვა.დემოკრატიული გზით არჩეული ქვეყნის პრემიერ-მინისტრის – პატრის ემერი ლულუმბას (1925-1961 წლები) ხელისუფლება ამბოხებულებმა დაამხვეს,ხოლო თავად ლულუმბა მოკლეს.
იგორ სტრავინსკი – “ეპიზოდი”
იგორ სტრავინსკი (1882-1971 წლები) – წარმოადგენდა ცნობილ რუს კომპოზიტორს,დირიჟორსა და პიანისტს.პირველი მსოფლიო ომის დაწყების წინ სტრავინსკების ოჯახი საცხოვრებლად შვეიცარიაში გადავიდა.გარკვეული პერიოდის განმავლობაში იმყოფებოდა პარიზში.სწორედ აღნიშნული ვიზიტისას დახატა (1920 წლის 31 დეკემბერი) მისი პორტრეტი გენიალურმა ესპანელმა მხატვარმა და მოქანდაკემ – პაბლო პიკასომ.
დანიელ ჰარმსი – “ეპიზოდი”
დანიელ ჰარმსი (ნამდვილი გვარი – იუვაჩიოვი – 1905-1942 წლები) – წარმოადგენდა ძალიან უცნაური ხასიათითა და ქმედებებით სახელგანთქმულ რუს მწერალსა და პოეტს.