Category Archives: საინტერესო ფაქტები

ერნესტო რაფაელ გევარა დე ლა სერნას შესახებ…

საყოველთაოდ ცნობილ არგენტინელ (ლათინოამერიკელ) რევოლუციონერს - ერნესტო რაფაელ გევარა დე ლა სერნას (1928-1967 წლები),იგივე – “ჩე გევარას”,დაწყებით პირველ-ორ კლასში არ უვლია.ამ პერიოდის მანძილზე იგი მხოლოდ სახლში მეცადინეობდა.სკოლის იგნორირების უმთავრესი მიზეზი კი,მისი ყოველდღიური ასთმური შეტევები გახლდათ.

“ტიუბინგენის უნივერსიტეტის” დასკვნა ჰეგელის შესახებ…

მსოფლიო მნიშვნელობის ერთ-ერთი უდიდესი გერმანელი ფილოსოფოსისა და გერმანული კლასიკური ფილოსოფიის ბრწყინვალე წარმომადგენლის - გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელის (1770-1831 წლები) შესახებ, “ტიუბინგენის უნივერსიტეტმა” სრული კურსის დასრულებისა და დახურვის დამადასტურებელ დოკუმენტში მიუთითა შემდეგი ფაქტი:

ანტონ ჩეხოვის აღიარება..

გამოჩენილმა რუსმა მწერალმა - ანტონ ჩეხოვმა (1860-1904 წლები),მხოლოდ სიკვდილის წინ აღიარა,რომ მის შემოქმედებად მიჩნეული შესანიშნავი ნაწარმოები – “ალუბლის ბაღის” ავტორი არა,თავად არამედ მისი მეგობარი – ვასილი დრინოვი იყო.

“ქარის სახეობები”

1. ავღანელი – წარმოადგენს ცენტრალურ აზიაში მქროლავ ქარს,რომელიც ძირითადად გავრცელებულია ამუდარიის (უმთავრესი მდინარე ცენტრალური აზიისა) ზემო ნაწილში.აღსანიშნავია,რომ ქარი ამოსვლის შემთხვევაში,რამდენიმე დღე და თვეც კი გრძელდება.ავღანეთში,აღნიშნულ ქარს – კარა-ბურანს უწოდებენ,რაც თარგმანით – “შავ ქარიშხალს” ნიშნავს.

“საოცარი შემთხვევა ესპანურ მართლმსაჯულებაში”

საოცარი გადაწყვეტილებები მართლმსაჯულების ისტორიაში გამონაკლისი შემთხვევები ნამდვილად არ ყოფილა და არც არის.ისტორიას ახსოვს,არა ერთი ფაქტი იმისა,რომ გასამართლებულ და დასჯილ იქნა სხვადასხვა სახეობის ცხოველები,წიგნები,სურათები და სხვა საგნები,მაგრამ რაც ესპანეთის მართლმსაჯულების ისტორიაში მოხდა,ალბათ ანალოგი არ გააჩნია.

ჰაინრიხ შლიმანის წარმატების საიდუმლო…

დიდი გერმანელი არქეოლოგი - იოჰან ლუდვიგ ჰაინრიხ იულიუს შლიმანი (1822-1890 წლები),ავტორია ისტორიაში ერთ-ერთი ისეთი უდიდესი აღმოჩენისა,რასაც  - “ტროა”,ჰქვია (აღმოაჩინა 1873 წლის 14 ივნისს).სწორედ ის გახლდათ პირველი არქეოლოგი და მკვლევარი,რომელმაც ლეგენდარული ტროას ტერიტორიაზე მიაკვლია ტროას მეფის – “პრიამოსის განძს”.

ლუდის შესახებ…

უდიდესი ძველბერძენი ფილოსოფოსი და დრამატურგი – სოფოკლე (ძვ.წ.აღ-ით 497-406 წლები) მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავდა, რომ მათ ჯანმრთელობის გასაკაჟებლად უცილობლად უნდა მოეხმარათ ისეთი საკვები პროდუქტები, როგორებიც არის – ხორცი, ბოსტნეული, პური და ლუდი.

დოვ გნუვერის მიმართვა ბრიტანელებს…

დოვ გნუვერი (1912-1947 წლები) – წარმოადგენდა სიონისტთა ახალგაზრდული ორგანიზაციის “ბეითარის” ერთ-ერთ აქტიურ წევრს და მებრძოლს ისრაელის დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისათვის.გარდა ამისა,იგი გახლდათ იატაქვეშა ორგანიზაციის “ეცელის” მებრძოლი.

ჯონ ბრაუნის „ბოლო სიტყვა სასამართლოზე”

ჯონ ბრაუნი (1800-1859 წლები) – წარმოადგენდა ერთ-ერთ პირველ თეთრკანიან აბოლიციონისტს (შავკანიანთა მონობის წინაღმდეგ მიმართული მოძრაობა XVIII-XIX საუკუნებში), რომელიც შავკანიანთა უფლებების დაცვისათვის, მონობისაგან დახსნისათვის და თავისუფლებისათვის მიზანშეწონილად მიიჩნევდა ნებისმიერი სახის ბრძოლას, მათ შორის ტერორისტულ და ძალადობრივ აქტებს.

ცნობილი ადამიანების “უკანასკნელი სიტყვები”…

1.  გამოჩენილი ფრანგი მხატვრისა და ბაროკოს სტილის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენლის  - ჟან ანტუან ვატოს (1684-1721 წლები) უკანასკნელი სიტყვები გახლდათ: