Category Archives: საინტერესო ფაქტები

მერაბ კოსტავას შესახებ…

საქართველოს ეროვნულ გმირს,დისიდენტს და დიდ ქართველს მამულიშვილ - მერაბ კოსტავას (1939-1989 წლები),მაშინ როდესაც იგი სასჯელს იხდიდა ციმბირის კოლონიაში,1985 წლით დათარიღებული დოკუმენტის თანახმად,რომელიც შედგენილ იქნა ციმბირის IX კოლონიის ერთ-ერთი რაზმეულის უფროსის მიერ,ზემდგომებისადმი დაწერილ პატაკში მერაბ კოსტავას ასე ახასიათებდა:

იუკიო მისიმა – “ეპიზოდი”

ერთ-ერთმა უდიდესმა იაპონელმა მწერალმა,პოეტმა და დრამატურგმა - იუკიო მისიმამ (1925-1970 წლები),რომლის ნამდვილი სახელი გახლდათ – კიმიტაკე ჰირაოკა,უდიდესი კვალი დაამჩნია იაპონურ ლიტერატურას.

ჯაკობ აბრაამ კამილ პისარო – “ეპიზოდი”

გენიალური ფრანგი მხატვარი და ერთ-ერთი პირველი,თვალსაჩინო წარმომადგენელი “იმპრესიონიზმისა” - ჯაკობ აბრაამ კამილ პისარო (1830-1903 წლები),1878 წლის მოგონებებში (მაშინ როდესაც იმპრესიონისტული ნამუშევრები იგნორირებული იყო ხელოვანთა გარკვეული ნაწილისაგან და საზოგადოებისაგან),გულისტკივილით წერდა:

ვახტანგ I გორგასალი – “ეპიზოდი”

502 წელს,მაშინ როდესაც საქართველოს (ქართლს) უზარმაზარი სპარსული არმია შემოესია,ქართლის უდიდესმა ქართველმა მეფემ - ვახტანგ I “გორგასალმა”,რომლის ჯარიც მტრის ჯარზე ხუთჯერ მცირე რაოდენობის გახლდათ,უჯარმასთან ახლოს – ივრის ველებზე,ბრძოლის წინ თავის სახელოვან მებრძოლებს ასეთი სიტყვებით მიმართა:

ლეიფ ერიკსონი – “ეპიზოდი”

ლეიფ ერიკსონი - ზედსახელად “ბედნიერი” (970-1020 წლები) – გახლდათ ისლანდიელი მეზღვაური და ნორვეგიული წარმომავლობის მქონე ისლანდიელი ვიკინგის – ერიკ წითურის ვაჟი,რომელიც ამასთანავე გახლდათ გრენლანდიის მმართველი.

“პირველი ბორტგამცილებელი” – ჰელენ ჩერჩი

1930 წელს ამერიკის შეერთებული შტატებში წარმოიშვა იდეა იმისა, რომ თვითმფრინავებში აეყვანათ ლამაზი გარეგნობის, ფიზიკურად გამხდარი მანდილოსნები – “ბორტგამცილებლებად”. ეს კი ერთგვარი რეკლამა გახლდათ ამა თუ იმ ავიაკომპანიისათვის.

მაქს პლანკის სიტყვა – ალბერტ აინშტაინის შესახებ…

ერთ-ერთი უდიდესი გერმანელი ფიზიკოსი და “კვანტური თეორიის” სულისჩამდგმელი - მაქს კარლ ერნსტ ლუდვიგ პლანკი (1858-1947 წლები),პრუსიის მეცნიერთა აკადემიის პლენარულ სხდომაზე,რომელიც გაიმართა 1933 წლის 11 მაისს (ეს გახლავთ პერიოდი,გენიალური ფიზიკოსის ალბერტ აინშტაინის აკადემიიდან გარიცხვის ერთი კვირის თავზე,მაშინ როდესაც ფაშისტები დევნიდნენ გენიალურ მეცნიერს),წარმოთქვა აინშტაინის დასაცავი ძალიან გაბედული სიტყვა,რითაც საკუთარი თავის დიდი დარტყმის ქვეშ დააყენა: 

ედუარ მანე – “ეპიზოდი”

გენიალურ ფრანგ მხატვარ-უნივერსალისტსა და იმპრესიონიზმის ერთ-ერთ ფუძემდებელს - ედუარ მანეს (1832-1883 წლები), დიდი სურვილი ჰქონდა საკუთარი ნამუშევრები გამოეფინა და გაეცნო ფართო საზოგადოებისათვის – “პარიზის 1867 წლის მსოფლიო გამოფენაზე”.

ეკატერინე მედიჩი – “ეპიზოდი”

საფრანგეთის ცნობილი დედოფალი და რეგენტი - ეკატერინე მარია რომოლა დი ლორენცო დე მედიჩი (1519-1589 წლები),არა მარტო ისტორიული მოვლენებით ცნობილი დედოფალია,არამედ სწორედ მას ეკუთვნის ისეთი სიტყვის ხმარებაში შემოღება,როგორიც არის – “ნიკოტინი”.

გაბრიელ ნოდეს ბიოგრაფიიდან…

ერთ-ერთი გამოჩენილი ფრანგი სწავლული,ეზოთერიკი და ბიბლიოთეკარი - გაბრიელ ნოდე (1600-1653 წლები),რომელიც კლასიკური ლიტერატურის,ფილოსოფიისა და მედიცინის შესანიშნავი სპეციალისტიც გახლდათ,იტალიელი კარდინალების – ჯოვანი ფრანჩესკო ბანის (1578-1641 წლები) და ფრანჩესკო ბარბერინის (1597-1679 წლები) მიერ მიწვეულ იქნა “მარადიულ ქალაქ რომში” ბიბლიოთეკარად.