ამონარიდები ოთარ ჩხეიძის თხზულებიდან – „ჩემი სოფლის ეტიუდები”

„ – აკაკუნებენ და უნდა გაუღო, მტერი რო იყოს, უნდა გაუღო, უნდა შემოუშვა, უნდა დაეხმარო, ალბათ რაღაც გასჭირვებია, და, რახან გასჭირვებია, მტერიც ჰო მტერიც აღარ არის, – ადამიანია”.

ამონარიდები გიორგი ხორგუაშვილის მოთხრობიდან – „კნაპე”

„თუ ფული გაბადია, ნამუსიც ბევრი გასხია, ჭკუაც დიდი გაქვს და ხალხის პატივისცემითაც ყელთამდე ხარ მოყირჭებული. თუ არა და, კაციშვილს არ უნდიხარ, მშრალი სალამიც კი ენანებათ შენთვის, სიყვარულით მოყვანილ ცოლსაც მოსძულდები და შენი სისხლით მონაგარ შვილებსაც”.

ამონარიდები ოთარ ჩხეიძის რომანიდან – „კვერნაქი”

„განა რა არის ცხოვრებაში, ფიქრი რომ არ უნდა?!”

ამონარიდები ნოდარ შამანაძის მოთხრობიდან – „გაქცევა”

„ – ერთ რამეს გეტყვი და კარგად დაიმახსოვრე: სამი რამეა ამ ქვეყნად ყველაზე საშიში: ცეცხლი, წყალი და ქალი. ცეცხლი დაგწვავს, წყალი დაგახრჩობს, ქალს კი შეუძლია კიდეც დაგწვას, კიდეც დაგახრჩოს!”

ამონარიდები გიორგი ხორგუაშვილის მოთხრობიდან – „კნაპე”

„ – ეჰ, ნეტავ რაც ვიცი, ისიც არ ვიცოდე!”

ამონარიდები თამაზ ჯიბღაშვილის რომანიდან – „ადამიანი მარტო არ არის”

„ცხოვრება დიდი მდინარეა, ჩანჩქერივით მიჰქრის და თან ადამიანებს მიგვაქანებს”.

„დამაკვირდი”

„ადამიანი სამშობლოს სიყვარულის გარეშე არ არსებობს. სატრფო, შვილი, უდიდესი რამ არის. მაგრამ სამშობლო კიდევ უფრო მაღალია.

ამონარიდები ნოდარ შამანიძის მოთხრობიდან – „გატეხილი სეიფი”

„ – ჭიშკარს რომ ვაკეთებ, ალბათ, ფიქრობ: მოფოღროცებულ-მოღიავებულ სასაფლაოს ჭიშკარი რად უნდა, დააღირე თავი და შედი, საიდანაც მოგესურვოსო, არა?!

ამონარიდები გიორგი ხორგუაშვილის მოთხრობებიდან…

„ძნელი გასარჩევია სულდგმულებში ადამიანი ვინ არის და მხეცი ვინ. ჯერ კიდევ ვერ დავრწმუნებულვართ, რომ უსინდისო კაცს ცარიელი სიტყვით შერცხვენა და გაკიცხვა მხოლოდ ღიმილს მოჰგვრის და მეტს არაფერს…” – (კნაპე)

ამონარიდები ბორის ჩხეიძის მოთხრობიდან – „კეთილი სიტყვა”

„კარგი, მოსაწონი, მშვენიერი, ყველას უნდა მხოლოდ მას, ერთადერთს ერგოს, ერთადერთს ეკუთვნოდეს”.