Daily Archives: ივნისი 11, 2014
ჟან-ჟაკ რუსო – “ქალებო!”
“ქალებო! თქვენ თვითონვე აწოვეთ ძუძუ ბავშვებს! ნუ მოიცილებთ თავიდან ბავშვებს და მაშინ ჩვენი ცხოვრება შეიცვლება: ხალხში ხელახლა გაიღვიძებს ცოცხალი,საღი გრძნობები და ყოველი სიმახინჯე,გარყვნილება თავის თავად გაქრება.
“ეფრემ-ვერდი” – (ოთხი რამ…)
ოთხი რამეა დაუბრუნებელი:
ქვა ხელიდან ნატყორცნი,სიტყვა პირიდან გამოშვებული,გარდასული ჟამი,გავლილი შემთხვევა.
შოთა იათაშვილის მოსაზრებები…
“მკითხველო,იცი როგორაა? მთელი ცხოვრება მოვდიოდი და მოვდიოდი და უხსოვარი დროიდან სულ “უბრალოდ”,მარტივად ცხოვრება მინდოდა.სულ ვეცემოდი და ვდგებოდი და სულ ველოდებოდი,რომ ერთხელაც ეს “მარტივი” ცხოვრება ჩემთანაც მოვიდოდა.უბრალოდ მეყვარებოდა,დავისვენებდი,უბრალოდ დავიღლებოდი,უბრალოდ ვიცხოვრებდი.არაფერი უბრალოდ არ გამოვიდა.
ილია ჭავჭავაძის გენიალური ნაწარმოებიდან – “ოთარაანთ ქვრივი”
” – ო,ჩემო კარგო,ზოგჯერ ცრემლი “მდუმარე წვიმისამებრ ნაყოფის გამომცემელია”.ცრემლი ყოველთვის არ არის უბრალო წყალი,ცრემლი ზოგჯერ ფარია, და დროზედ ხმარებული ფარი იგივ ხმალიაო,ვიღაცას უთქვამს”.
ანტონ ჩეხოვი წერდა…
„არასოდეს ჩემი თავი მე არ მომწონდა. მე არ მიყვარს ჩემი თავი, როგორც მწერალი. ყველაზე ცუდი ის არის, რომ რაღაც ბურანში ვარ გახვეული და ხშირად თვითონ არ მესმის ის, რასაც ვწერ…