Daily Archives: ივნისი 23, 2014
ლეონარდო და ვინჩისა და მიქელანჯელოს ბუონაროტის შესახებ…
უფალმა ჩვენმა – იესო ქრისტემ,სამყარო ისე შექმნა,რომ ყოველ ეპოქას თავისი უდიდესი წარმომადგენლები უბოძა.ასევე იყო XV-XVI საუკუნეების იტალიაშიც.კაცობრიობის წინაშე,სხვა უდიდეს წარმომადგენელთა შორის ერთმანეთის პირისპირ იდგა ორი ყველაზე გამორჩეული და გენიალური იტალიელი ბუმბერაზი - ლეონარდო და ვინჩი (1452-1519 წლები) და მიქელანჯელო ბუონაროტი (1475-1564 წლები)
ჯორჯო ვაზარი – “მონა ლიზას” შესახებ წერდა…
“ყველას,ვისაც კი სურდა ენახა თუ რა ზომამდე შეიძლება მიბაძოს ხელოვნებამ სინამდვილეს,ეს სურათი საშუალებას აძლევდა,ადვილად დარწმუნებულიყო ამაში; მასზე გამოსახული უმცირესი წვრილმანიც კი ისეთი სიმართლითა და ისეთი სიზუსტით არის გადმოცემული,რომ ამის გაკეთება მხოლოდ უნატიფეს ფერწერას,
დაწვეს თუ არა კოცონზე – ჯორდანო ფილიპო ბრუნო?
გენიალური იტალიელი ასტრონომის,ასტროლოგის,პოეტისა და ფილოსოფოსის - ჯორდანო ფილიპო ბრუნოს (1548-1600 წლები) მიმართ გამოტანილი სასიკვდილო განაჩენის შესახებ,არაერთი ჰიპოთეზა იქნა გამოთქმული საუკუნეების განმავლობაში.აღნიშნულ პოსტში წარმოგიდგენთ ისეთ დოკუმენტურ მასალებს,რომლებიც კარდინალურად ცვლიან საყოველთაოდ დამკვიდრებულ თეორემას იმისა,რომ კაცობრიობის იტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მეცნიერი – კოცონზე დაწვეს.
რემბრანდტ ჰარმენს ვან რეინი – “არისტოტელე ჰომეროსის ბიუსტთან”
“არისტოტელე ჰომეროსის ბიუსტთან” – წარმოადგენს გენიალური ნიდერლანდელი მხატვრის,ფერწერისა და გრავიურის ოსტატის,ბაროკოს ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენლის - რემბრანდტ ჰარმენს ვან რეინის (1606-1669 წლები) მიერ ზეთის საღებავებით ტილოზე დახატულ შედევრ-სურათს.