Daily Archives: ივნისი 12, 2014

“ივერია” – უილიამ შექსპირის გენიალური პიესის – “ჰამლეტის” შესახებ წერდა…

“ჰამლეტი ჩვენი დროის დიდებული ლიტერატურული განძია,მაგრამ,თუ მხედველობაში მივიღებთ იმ საზოგადოებრივ პირობებს,რომელშიც ეს პიესა დაიბადა,ავტორის ნიჭი კიდევ უფრო მიუწვდომელი ხდება:

ნიკოლოზ ბარათაშვილის შესახებ…

გენიალური ქართველი პოეტის - ნიკოლოზ ბარათაშვილის დაკარგვას,ალბათ,ვერასოდეს ვერ მოინელებს საქართველო,რადგან ამ ფაქტში ჩვენი ქვეყანა მხოლოდ გენიოსის დაკარგვას არ ხედავს.ამ ასაკში გენიოსები სხვაგანაც დაღუპულან.ბევრ ქვეყანას თან სდევს მათი დაკარგვით აღძრული სევდა,მაგრამ ბარათაშვილის დაკარგვას საქართველოსთვის კიდევ ერთი დიდი ტკივილი ახლავს. 

ალეკო შენგელია – “სიმღერა საქართველოს ყვავილებზე”

მოგეფეროთ? რა ლამაზად ბრწყინავს დილა!

გვირილებო,ენძელებო,იანო…

“დამაკვირდი”

1. ” – რაშია ძმაო კაცის მთელი ძალა და ძალაუფლება?

- აი,რაშია ძმაო: ყოველი ძალა და ძალაუფლება ფულშია.ფული მართავს სამყაროს! და ყველაზე მეტად ის მართავს ჩვენს ცოდვით სავსე სამყაროს,ვისაც ყველაზე მეტი ფული აქვს!

ალექსანდრე გერცენი წერდა…

“ჩვენი ცხოვრება თავისა თვისისაგან მუდმივი ლტოლვაა,თითქოს მუდამ ჟამს სინდისის მხილება გვდევნის და გვაფრთხობს.დადგება თუ არა საკუთარ ფეხზე ადამიანი,მაშინვე ყვირილს იწყებს,რათა ჩააქროს ის ხმა,რომელიც თვის გულში ესმის.როცა მოწყინდება,დროს გასატარებლად მირბის;

იაკობ გოგებაშვილი წერდა…

“მსოფლიო ისტორია წარმოადგენს მსვლელობას მარტივიდან რთულისაკენ,მონობიდან თავის უფლებისა და თანასწორობისაკენ,ბიწიერებიდან სათნოებისაკენ,უმეცრებიდან სიბრძნისაკენ,მხეცობიდან ადამიანობისაკენ,ტანჯვიდან ლხენისაკენ,ჯოჯოხეთიდან სამოთხისაკენ.