Daily Archives: დეკემბერი 19, 2014
გაიუს იულიუს ცეზარ კალიგულას შესახებ…
ტანად მაღალი იყო,სახით – მეტისმეტად ფერმკრთალი,კისერი და წვივები ძალიან წვრილი ჰქონდა,თვალები და საფეთქლები – ჩაცვენილი,შუბლი – ფართო და კოპებშეკრული,თავზე თხელი თმა ჰქონდა,კეფაზე – სულაც მოტვლეპილი,ტანზე კი ხშირი ბალნით იყო დაფარული.ამიტომ მისი ჩასვლისას ვინმეს რომ ზემოდან გადმოეხედა ან რაგინდარა მიზეზით უბრალოდ სიტყვა “თხა” დასცდენოდა,მომაკვდინებელ დანაშაულად მიიჩნევდა.
გაიუს იულიუს კეისარი – “ეპიზოდი”
მას შემდეგ,რაც ძვ.წ.აღ-ით 48 წლის 28 სექტემბერს ეგვიპტელების მიერ ვერაგულად იქნა მოკლული დიდი რომაელი მხედართმთავარი და გაიუს იულიუს კეისრის დაუძინებელი მტერი – გნეუს პომპეუს მაგნუსი,ალექსანდრიას თავად რომის დიქტატორი ეწვია.
მარკუს ტულიუს ციცერონი ამბობდა…
“თუ ჩვენთვის მიუწვდომელია მეცნიერება და განათლება,ან არ ძალგვიძს მისი დაჭაშნიკება,იმის უნარი მაინც უნდა შეგვწევდეს,აღვფრთოვანდეთ სხვისი ცოდნით”.