Daily Archives: დეკემბერი 10, 2014
გამაოგნებელი ფაქტები – ალექსანდრე პუშკინის წინაპრების შესახებ…
როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი,გამოჩენილი რუსი პოეტის,დრამატურგის,პროზაიკოსისა და ახალი რუსული ლიტერატურის ფუძემდებლის – ალექსანდრე პუშკინის (1799-1837 წლები) წინაპრები დედის მხრიდან ეთიოპელები გახლდნენ.
ჰაინრიხ ჰაინეს – “მატილდა”
გენიალურმა გერმანელმა პოეტმა,პუბლიცისტმა და კრიტიკოსმა – ჰაინრიხ ჰაინემ (1797-1856 წლები) ცოლად შეირთო სოფელში აღზრდილი ფრანგი გლეხის ულამაზესი ქალიშვილი - კრესენს ეჟენ მირატი.სანამ წყვილი დაქორწინდებოდა,მან აღმოაჩინა,რომ გოგონამ არა თუ გერმანულ ენაზე არ იცოდა წერა-კითხვა,არამედ ვერც მშობლიურ ფრანგულ ენაზე წერდა და კითხულობდა.
იოსებ სტალინი – “ეპიზოდი”
საბჭოთა გენსეკს – იოსებ სტალინს,ერთ-ერთმა უცხოელმა ჟურნალისტმა შემდეგი სახის შეკითხვა დაუსვა:
ერიკ XIV ვაზა – “ეპიზოდი”
შვედეთის მეფის - ერიკ XIV ვაზას (1533-1577 წლები) სულიერ აშლილობას,ქვეყანაში უამრავი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მარია I-ის შესახებ…
პორტუგალიის დედოფალს ბრაგანსის დინასტიიდან მარია I-ს (1734-1816 წლები), ისტორიკოსები დღემდე „შეშლილად” მოიხსენიებენ. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ იგი პირველი ქალი იყო პორტუგალიის ისტორიაში, რომელიც ქვეყნის უმაღლესი ხელისუფალი გახდა.
მიქელანჯელო ბუონაროტი – “ეპიზოდი”
იტალიური რენესასნსის პერიოდის გენიალური იტალიელი მხატვარი,მოქანდაკე,არქიტექტორი და პოეტი – მიქელანჯელო დი ლოდოვოკო ბუონაროტი სიმონი (1475-1564 წლები),მისივე თანამედროვეების გადმოცემის თანახმად,ელემენტარულ ჰიგიენასაც კი არ იცავდა.
რა? სად? როდის?
შეკითხვა პირველი: ერთ დღეს,საბჭოთა გენსეკი – იოსებ სტალინი,იმდენად განარისხა საბჭოთა სპორტსმენების მასიურმა მარცხმა სპორტის ერთ-ერთ სახეობაში,რომ მათ საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა იქამდე აუკრძალა,სანამ მსოფლიო რეკორდებს არ დაამყარებდნენ.პრობლემა მას შემდეგ იქნა გადაწყვეტილი,რაც “ამ სახეობის” სპორტსმენებისათვის 1951 წელს სპეციალურად ააგეს “მედეო”-ს სახელით ცნობილი სპორტული კომპლექსი,სადაც დამყარებული იქნა კიდეც მათ მიერ მრავალი მსოფლიო რეკორდი.დაასახელეთ,რომელი სპორტის სახეობის სპორტსმენებმა დაიმსახურეს ბელადის რისხვა?