Monthly Archives: სექტემბერი 2015
ჯონათან სვიფტი – “ეპიზოდი”
გამოჩენილი ირლანდიელი მწერალი-სატირიკოსი,ფილოსოფოსი,პოეტი,საზოგადო მოღვაწე და ავტორი საყოველთაოდ ცნობილი ფანტასტიკური ტეტრალოგიისა გულივერის თავგადასავლების შესახებ – ჯონათან სვიფტი (1667-1745 წლები),ირლანდიელების ეროვნული ინტერესების დაცვითა და ინგლისის კოლონიალური პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლით გამოირჩეოდა.
ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
” – კუჭი რომ არ ჰქონდეს კაცს,ქვეყნის მშვიდობას ძაღლი ვერ დაუყეფდა! არ დაყეფდა! ვერ გაბედავდა!.. კუჭი დააწანწალებს კაცს ქვეყნის კიდიდან კიდემდე! ქვეყანაზე კუჭი რომ არ მამაძაღლობდეს,სიცოცხლეზე ლამაზი არაფერი იქნება!”
ჟან-პოლ მარატი – “ეპიზოდი”
“ხალხის მეგობრად” წოდებული საფრანგეთის რევოლუციისა და იაკობინელების ერთ-ერთი ლიდერი – ჟან-პოლ მარატი (1743-1793 წლები),რომლის პირადი ბრძანებითაც არა ერთმა ადამიანმა დაასრულა სიცოცხლე გილიოტინაზე,იმდენად დიდ სიძულვილს იწვევდა ფრანგებში,რომ მას – “შხამიან გომბეშოდ”,”შავ გველად” და “ავაზად” მოიხსენიებდნენ.
ალფონს გაბრიელ “ალ” კაპონე – “ეპიზოდი”
საყოველთაოდ ცნობილი ამერიკელი განგსტერი – ალფონს გაბრიელ “ალ” კაპონე (1899-1947 წლები),რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,პირველი ინიციატორი და გამომგონებელია იმისა,რომ მაღაზიებში გასაყიდად გამოტანილი შეფუთული რძის პროდუქტებზე მათი ვარგისიანობის დამადასტურებელი ვადები გამოესახათ.
ამონარიდები ანატოლ ფრანსის რომანიდან – „ღმერთებს სწყურიათ”
„ – ეპიკურმა თქვა: ან ღმერთს ბოროტების შეჩერება სურს და არ ძალუძს, ან ძალუძს და არ სურს, ან არც სურს და არც ძალუძს, ან ბოლოს კიდეც სურს და კიდეც ძალუძს. თუ სურს, მაგრამ არ ძალუძს, ის უძლური ყოფილა;