Daily Archives: სექტემბერი 26, 2015
ჰუსეინ თავფიკ ისმაილ ალ-ჰაქიმის ნაწარმოებიდან – “ჩიტი აღმოსავლეთიდან”
” – და სად დაიკარგა მოციქულ მუჰამედის სიტყვები: “მე მომეცა ერთი მხრივ,წუთისოფლის საგანძურთა გასაღებები და უკვდავება ამქვეყნად; მეორე მხრივ კი, – სამოთხე.არჩევანი მომეცა,ამერჩია ან ეს,ან ჩემი უფლის წინაშე წარდგომა და სამოთხე.მე ვარჩიე შეხვედრა ჩემს ღმერთთან და სამოთხე!..” ან ასევე მოციქულის ნათქვამი: “ღმერთო,მიმიბარე მე ღატაკი და ნუ მომკლავ მე მდიდარს!..”
წმინდა მამათა შეგონებანი…
1. “კაცთა და ანგელოზთა ენებზეც რომ ვმეტყველებდე,სიყვარული თუ არა მაქვს,მხოლოდ რვალი თუ ვარ მოჟღრიალე,მხოლოდ წკრიალა წინწილი.წინასწარმეტყველების მადლიც რომ მქონდეს,ვიცოდე ყველა საიდუმლო და მქონდეს მთელი რწმენა,ისე,რომ მთების დაძვრაც შემეძლოს,სიყვარული თუ არა მაქვს,არარა ვარ.მთელი ჩემი ქონება რომ გავიღო გლახაკთათვის და დასაწვავად მივცე ჩემი სხეული,სიყვარული თუ არა მაქვს,არას მარგია”.
ჯარჯი ფხოველი – “ქრთამი”
ლეგენდა ამბობს: ხანის იმპრატორის ჰარამხანაში იმდენი ქალი იყო,რომ იმპერატორს მათ სანახავად და გასაცნობად დროც კი არ ჰყოფნიდა.ამის გამო იმპერატორმა სასახლის მხატვარს უბრძანა,დაეხატა ისინი: სურათში ვინც მოეწონებოდა,იმათ მოიწვევდა ღამის სასახლეში…
უილიამ შექსპირის სონეტების შესახებ…
გენიალურმა ინგლისელმა პოეტმა და დრამატურგმა - უილიამ შექსპირმა (1564-1616 წლები) თავისი ცხოვრების განმავლობაში,საერთო ჯამში – 154 სონეტი დაწერა.მკვლევარების მოსაზრებით,შექსპირის “უკვდავი სენეტები” დაწერილი უნდა იყოს 1592-1599 წლებში,ხოლო მათი პირველი ოფიციალური გამოქვეყნება 1609 წელს განხორციელდა,თუმცა ავტორის სახელწოდების მითითების გარეშე (138 და 144 სონეტები გამოქვეყნებული იქნა 1599 წელს ერთ-ერთ მეკობრულ კრებულში – “ვნებიანი პილიგრიმი”).
ამონარიდები ჯოზეფ ჰელერის რომანიდან – „ხაფანგი – 22″
„ – როცა ყოვლისშემძლის წინაშე აღმოჩნდები, მინდა რაღაც გადასცე ჩემი სახელით. უთხარი რომ არ არის სწორი, როცა ადამიანები ახალგაზრდულ ასაკში კვდებიან. ეს მინდა, უთხრა. რადგან ადამიანებს სიკვდილი უწერიათ, მოხუცდნენ მაინც და მერე გარდაიცვალონ. აუცილებლად გადაეცი ეს. მგონი, არც კი იცის, დედამიწაზე ასეთი უსამართლობა რომ ხდება”.
სოკრატე – “დემოკრატიული წყობილების” შესახებ…
“დემოკრატიული წყობილება,ჩემის აზრით,მაშინ მყარდება,როცა ღარიბები გამარჯვებას აღწევენ და თავიანთი მტრებიდან ზოგს სპობენ,ზოგსაც აძევებენ,დანარჩენებთან ერთად კი ინაწილებენ სამოქალაქო უფლებებსაც და სახელმწიფო თანამდებობებსაც,რასაც უმეტესწილად კენჭისყრა წყვეტს.
სალვადორ დალი წერდა…
“რა დაემართა რწმენას,ესთეტიკას,ზნეობრივ ნორმებს,რომლებიც საუკუნეების მანძილზე ადამიანის სულის ნავსაყუდელი იყო?! დღესდღეობით სული კაცისა სუსხსა და სიცარიელეშია გაგდებული უპატრონო ძაღლივით!