Daily Archives: იანვარი 7, 2016
ჯორჯ ევერესტი – “ეპიზოდი”
როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი,ჰიმალაის მთებში არსებულ მსოფლიოს უმაღლეს მთას 8 848 მეტრიანი პიკით – ევერესტს უწოდებენ.ცნობილია ისიც,რომ სანამ ჯომოლუნგმას (ევერესტის მეორე სახელწოდება) დღეისათვის არსებულ სახელს დაარქმევდნენ,მოიხსენიებდნენ,როგორც – “პიკი XV”.
როგორ გახდა უელსის ეროვნული სიმბოლო – პრასი?!
გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში შემავალი ისტორიული პროივინციის – უელსის ერთ-ერთ ეროვნულ სიმბოლოდ აღიარებულია შროშანისებრთა ოჯახის მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე – პრასი.
ნილ არმსტრონგი – “ეპიზოდი”
NASA-ს ამერიკელმა ასრონავტმა მფრინავმა და ავიაციის ინჟინერმა – ნილ არმსტრონგმა (1930-2012 წლები) მთვარეზე პირველად ფეხის დადგისას (1969 წლის 21 ივლისს) გაკეთებული საყოველთაოდ ცნობილი განცხადების გარდა,თვისთვის ჩუმად ჩაილაპარაკა: “წარმატებები,მისტერ გორსკი!”
ჟან ანრი დიუნანი – “ეპიზოდი”
1863 წელს შვეიცარიის ულამაზეს ქალაქ ჟენევაში დაარსებული “წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის” ფუძემდებელი – ჟან ანრი დიუნანი (1828-1910 წლები) პირველი ადამიანი გახლდათ ისტორიაში (1901 წელი) ფრანგ პლიტიკურ მოღვაწესთან – ფრედერიკ პაასისთან ერთად,რომელსაც გადაეცა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო – “ნობელის პრემია”.
რა მეთოდით გააძევა ქვეყნიდან მარიანო მელგარეხომ ინგლისის ელჩი?!
სამხრეთ ამერიკის კონტინენტის ცენტრალურ ნაწილში მდებარე – ბოლივიის მრავალეროვანი სახელმწიფოს პრეზიდენტის პოსტი 1864 წელს დაიკავა კოჩაბამბაში დაბადებულმა ბოლივიელმა პოლიტიკურმა მოღვაწემ – მანუელ მარიანო მელგარეხო ვალენსიამ (1820-1871 წლები).