Monthly Archives: თებერვალი 2016

ამონარიდები ტომას მაინ რიდის რომანიდან – „ოკეანეში დაკარგულები”

„ჯობს ისევ ზვიგენების კერძი გავხდე, ვიდრე ადამიანმა შემჭამოს”.

ჰაუარდ ფილიპს ლავკრაფტის ნოველიდან – „სიზმრის კედელს მიღმა”

„ხშირად ვფიქრობ, ადამიანთა მოდგმის უდიდესი ნაწილი რატომ მსჯელობს დაუღალავად სიზმრების კოლოსარულ მნიშვნელობაზე და იმ იდუმალ სამყაროზე, რომელსაც ის მიეკუთვნება.

ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…

„საინტერესო დროში ვცხოვრობთ, უყვართ კოხტაპრუწად შეფუთვა თაიგულების… თუმცა, რატომ მარტო ყვავილების, ახლა ყველაფერს „ფუთავენ”, გრძნობებს, ნივთებს, ადამიანებს, ნაგავს… მთავარია, ლამაზად იყოს შეხვეული, თორემ შიგნით რა მნიშვნელობა აქვს, რა არის…” - ვანო ჩხიკვაძე (ბუტკა)

მარი სკლოდოვსკა-კიური – “ეპიზოდი”

1934 წლის 4 ივლისს 66 წლის ასაკში აპლასტიური ანემიის შედეგად სანსელმოზის მახლობლად გარდაიცვალა პოლონური წარმომავლობის მქონე გენიალური ფრანგი მეცნიერ-ექსპერიმენტატორი,პედაგოგი და ისტორიაში პირველი ორმაგი “ნობელის პრემიის” ლაურეატი (ფიზიკასა და ქიმიაში) ქალი - მარი სკლოდოვსკა-კიური (1867-1934 წლები).

ამონარიდები კამილო ხოსე სელას მოთხრობებიდან…

“იმაზე უარესი არაფერია,როდესაც ადამიანი თანდათანობით რწმუნდება თავის უმაქნისობაში.თუ უცებ დარწმუნდა,ნუ გეშინიათ,მაშინვე დაავიწყდება.მაგრამ თუ ამას მიხვდა ნელ-ნელა,თანდათანობით,მაშინ საქმე ცუდადაა.მაშინ ისე ჩაუჯდება ტვინში,ვეღარავინ აღმოფხვრის და იგი ჩამოხმება,გაფითრდება,დასჩემდება უძილობა,დამნაშავეთა სენი,მაშინ მისი საქმე წასულია”. – (საიდუმლო მკვლელობა ბლანშარის ქუჩაზე)

“სამხრეთის ზღვების კომპანიის” ფინანსური პირამიდა

“სამხრეთის ზღვების კომპანია” – წარმოადგენდა ინგლისელი პოლიტიკური მოღვაწის – რობერტ ჰარლის (1661-1724 წლები) მიერ დაარსებულ სკანდალურად ცნობილ სავაჭრო კომპანიას (ფინანსურ პირამიდას).აღნიშნული კომპანიის აქციონერებს სავაჭრო კომპანიამ ეგრეთ წოდებული “ასიენტო” აღუთქვა (მონოპოლური უფლება ესპანურ კოლონიებში აფრიკელი მონების ჩაყვანისა).

“დამაკვირდი”

1. “სპარტელები არასოდეს კითხულობენ – რამდენი არიან,ისინი კითხულობენ – სად არიან”.

ჟუზე I რეფორმატორი – “ეპიზოდი”

როგორც მრავალი პორტუგალიური ისტორიული წყარო მოწმობს,პორტუგალიის სამეფოს რიგით 25-ე მეფე ბრაგანსის დინასტიიდან - ჟუზე I რეფორმატორი (1714-1777 წლები),გონიერი და ერუდიტი ადამიანების დიდი თქყვანსმცემელი იყო და მათთან ხშირადაც შედიოდა პოლემიკაში.

კარლ ბრიულოვი – “ეპიზოდი”

 გენიალურ რუს მხატვარს,მონუმენტალისტს,აკადემიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელსა და უკვდავი ტილოს – “პომპეის უკანასკნელი დღის” ავტორს – კარლ ბრიულოვს (1799-1852 წლები),ერთ-ერთმა მდიდარმა და გავლენიანმა სანკტ-პეტერბურგელმა თავადმა საკუთარი მეუღლის პორტრეტის დახატვა შეუკვეთა. 

ამონარიდი კამილო ხოსე სელას მოთხრობიდან – “ოჰ,ეს თხები!”

” – სენიორებო,ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას მარცხი ემუქრება,ეს ძველისძველი მოვლენაა და დროა,თავი ვანებოთ წუწუნს და გამოსავალი ვეძებოთ.ბევრს არ ვილაპარაკებ და ორი სიტყვით დაგიხატავთ იმ ერთადერთ ღონისძიებას,რაც მთავრობისგან უნდა მოვითხოვოთ: მეგობრებო,ესპანეთში დაუყონებლივ უნდა გავანადგუროთ თხები.