Daily Archives: თებერვალი 25, 2016
ამონარიდი უილიამ შექსპირის გენიალური ტრაგედიიდან – „შექსპირი”
„ამ თავს ერთხელ პირში ენა სდებია და სიმღერაც შესძლებია. როგორ ისვრის ეს ბრიყვი მიწაზედ, თითქო პირველ კაცისმკვლელის კაენის თავი იყოსო. ვინ იცის, იქნება ეს თავი პოლიტიკოსის თავი იყო და ეს ვირი როგორ უმართებულოდ ეპყრობა! იქნება თავის დროზედ იგი ღმერთთანაც გაბჭობას არ ერიდებოდა. არა, ჰორაციო?..
აჰმედ სუკარნო – “ეპიზოდი”
1961 წლის გაზაფხულზე მოსკოვს ოფიციალური ვიზიტით ეწვია სუსტი სქესის წარმომადგენლების მიმართ განსაკუთრებული ლტოლვით გამორჩეული ინდონეზიის პრეზიდენტი – აჰმედ სუკარნო (1901-1970 წლები).საბჭოთა გენსეკმა – ნიკიტა ხრუშჩოვმა ინდონეზიელი კოლეგის საპატივცემულოდ კრემლის თეთრ დაბაზში საზეიმო მიღება გამართა.
ჟაკლინ კენედი ონასისის მოსაზრებები…
“ქალები ორ კატეგორიად იყოფიან: პირველებს მსოფლიოზე ბატონობა სურთ,ხოლო სხვებს - თავიანთ მამაკაცებზე,რომლებიც მსოფლიოზე ბატონობენ”.
იცით თუ არა,რომ
1. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანლის – მაო ძედუნის პირადი ექიმის – ლი ცჰიუსის გადმოცემის თანახმად,ჩინური კომუნიზმის ფუძემდებლის უსაყვარლეს აფორიზმს წარმოადგენდა: “ადამიანები ყველაზე ხშირად საკუთარი გრძელი ენის გამო იღუპებიან…”
ანვარ ალ-სადათი – “ეპიზოდი”
სუდანური წარმომავლობის მქონე ეგვიპტის რიგით მესამე პრეზიდენტმა – ანვარ ალ-სადათმა (1918-1981 წლები) 1977 წელს კაცობრიობას მაგალითი უჩვენა იმისა,თუ როგორ უნდა მიაღწიოს მშვიდობას ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილმა სახელმწიფოებმა.
დედოფალი ბეატრიქსი – “ეპიზოდი”
ნიდერლანდების სამეფოს დედოფლის ორანულ-ნასაური დინასტიიდან – ბეატრიქსის 33 წლიანი მმართველობის ეპოქა ქვეყნისათვის დიდი კეთილდღეობის მომტანი აღმოჩნდა.სწორედ მისი მმართველობისას მიიღო ნიდერლანდების პარლამენტმა მრავალი პროგრესული და დემოკრატიული კანონები.
დიოკლეტიანე – “ეპიზოდი”
გაიუს ავრელიუს ვალერიუს დიოკლეტიანუსი (245-313 წლები) – წარმოადგენდა რომის იმ იმპერტატორს,რომლის ხელისუფლებაში მოსვლამაც ქვეყანაში დაასრულა ეგრეთ წოდებული “რომის კრიზისი მესამე საუკუნეში”.მისი უშუალო მონაწილეობით ჩამოყალიბდა მყარი მმართველობითი ფორმა – დომინატი და განისაზღვრა ფუნქციები,რომელთა თანახმად,იმპერატორი ხდებოდა სენატორთა შორის პირველი პრინცეპსი,რის შემდგომაც თავი სრული ძალაუფლების მქონე მმართველად გამოაცხადა.