Daily Archives: თებერვალი 22, 2016

იცით თუ არა,რომ

1. ბაროკოს ეპოქის გენიალურ ესპანელ დრამატურგსა და პოეტს – ლოპე დე ვეგას (1562-1635 წლები) ესპანურმა ეკლესიამ 1609 წელს “ინკვიზიციის ნებაყოფლობითი მსახურის” სტატუსი მიანიჭა.საკვირველია,თუმცა ფაქტია,რომ მსოფლიო სალიტერატურო ისტორიაში ყველაზე ნაყოფიერი მწერალი, 1623 წელს პირადად განკარგავდა ერესში დადანაშაულებული ერთ-ერთი ფრანცისკანელი ბერის კოცონზე დაწვას.

უპირი

უპირი – წარმოადგენდა საერთო სლავური მითოლოგიის ამაზრზენ და სისხლისმსმელ პერსონაჟს (ვამპირს),რომელიც დამკვიდრებული მოსაზრებით,ღამით საფლავიდან დგებოდა და თავს ესხმოდა არა მხოლოდ ადამიანებს,არამედ ცხოველებსაც,რა დროსაც მათ სისხლს სვამდა.

ჰანს ვერნერ რიხტერის რომანიდან – “არა კაც ჰკლა”

“რის ბედი,რა ბედი,უბრალოდ თავი უნდა გებას კაცს”.

სტივენ ედვინ კინგის რომანიდან – „უიმედოთა ქალაქი”

„ღმერთთან კავშირი არ უნდა გაწყვიტო მაშინ, როცა კარადა სავსეა, რათა მაშინ, როცა კარადა ცარიელი იქნება, მასთან მისვლა შეგეძლოს”.

რადიარდ კიპლინგი – “ეპიზოდი”

ერთ-ერთი უდიდესი ნობელიანტი ინგლისელი მწერალი,პოეტი და ნოველისტი – ჯოზეფ რადიარდ კიპლინგი (1865-1936 წლები) ერთობ ანებივრებდა საკუთარ შვილებს (ქალ-ვაჟს) და ყოველთვის ცდილობდა,რომ მათი ნება-სურვილი დაეკმაყოფილებინა.

ჯიმი ჰენდრიქსი – “ეპიზოდი”

გენიალუმა ამერიკელმა გიტარისტმა,მომღერალმა და კომპოზიტორმა – ჯიმი მარშალ ჰენდრიქსმა (1942-1970 წლები),რომელიც როკ-მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს გიტარისტად არის აღიარებული,გიტარის მიმართ თავისი განუზომელი ინტერესი ჯერ კიდევ პატარაობაშივე გამოხატა.

რა? სად? როდის?

შეკითხვა პირველი: როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი,კუბის რევოლუციის ლიდერი და ქვეყნის ექს-პრეზიდენტი – ფიდელ კასტრო,თავის დროზე,სუსტი სქესის წარმომადგენელთა მიმართ ერთობ განსაკუთრებული ლტოლვით გამოირჩეოდა.დაასახელეთ ის მეტსახელი,რაც მას ზემოაღნიშნული თვისების გამო უწოდეს.

ნინო სხირტლაძე – “ხელმწიფენი”

“არც ერთი ერი იმაზე უკეთესი ხელისუფლების ღირსი არა, ვიდრე ჰყავს”. – კონსტანტინე გამსახურდია

მიხეილ სალტიკოვ-შჩედრინი – “ეპიზოდი”

ერთხელ,მეფის რუსეთის ხელისუფლების მიერ შერისხულმა გამოჩენილმა რუსმა სატირიკოსმა მწერალმა და ჟურნალისტმა - მიხეილ სალტიკოვ-შჩედრინმა (1826-1889 წლები),რომელმაც გადასახლებაში რვა წელიწადი დაჰყო,გადაწყვიტა თავის პატარა ქალიშვილს – ლიზას,სკოლაში მიცემული საშინაო დავალების შესრულებაში დახმარებოდა.

მიქელანჯელო მერიზი დე კარავაჯო – “გამარჯვებული ამური”

“გამარჯვებული ამური” – წარმოადგენს გენიალური იტალიელი მხატვრისა და XVII საუკუნის ევროპული სახვითი ხელოვნების რეფორმატორად წოდებული – მიქელანჯელო მერიზი დე კარავაჯოს (1571-1610 წლები) მიერ ტილოზე ზეთის საღებავების გამოყენებით დახატულ შედევრ-სურათს.