Daily Archives: თებერვალი 28, 2016
“დამაკვირდი”
1. “სპარტელები არასოდეს კითხულობენ – რამდენი არიან,ისინი კითხულობენ – სად არიან”.
ჟუზე I რეფორმატორი – “ეპიზოდი”
როგორც მრავალი პორტუგალიური ისტორიული წყარო მოწმობს,პორტუგალიის სამეფოს რიგით 25-ე მეფე ბრაგანსის დინასტიიდან - ჟუზე I რეფორმატორი (1714-1777 წლები),გონიერი და ერუდიტი ადამიანების დიდი თქყვანსმცემელი იყო და მათთან ხშირადაც შედიოდა პოლემიკაში.
კარლ ბრიულოვი – “ეპიზოდი”
გენიალურ რუს მხატვარს,მონუმენტალისტს,აკადემიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელსა და უკვდავი ტილოს – “პომპეის უკანასკნელი დღის” ავტორს – კარლ ბრიულოვს (1799-1852 წლები),ერთ-ერთმა მდიდარმა და გავლენიანმა სანკტ-პეტერბურგელმა თავადმა საკუთარი მეუღლის პორტრეტის დახატვა შეუკვეთა.
ამონარიდი კამილო ხოსე სელას მოთხრობიდან – “ოჰ,ეს თხები!”
” – სენიორებო,ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას მარცხი ემუქრება,ეს ძველისძველი მოვლენაა და დროა,თავი ვანებოთ წუწუნს და გამოსავალი ვეძებოთ.ბევრს არ ვილაპარაკებ და ორი სიტყვით დაგიხატავთ იმ ერთადერთ ღონისძიებას,რაც მთავრობისგან უნდა მოვითხოვოთ: მეგობრებო,ესპანეთში დაუყონებლივ უნდა გავანადგუროთ თხები.
პიერ ოგიუსტ რენუარი – “ეპიზოდი”
ერთხელ გენიალურ ფრანგ მხატვართან,მოქანდაკესთან და გრაფიკოსთან – პიერ ოგიუსტ რენუართან (1841-1919 წლები) ახალბედა მხატვარი მივიდა და ერთ-ერთი თავისი “საუკეთესო” ნახატის შეფასება სთხოვა.
პაბლო რუის ი პიკასო – “ეპიზოდი”
ატლანტის ოკეანის სანაპიროზე მდებარე გალისიურ ქალაქ – ლა-კორუნიაში 1891 წელს საცხოვრებლად გადასვლის შემდგომ,მომავალმა გენიალურმა ესპანელმა მხატვარმა,სკულპტორმა და გრაფიკოსმა – პაბლო რუის ი პიკასომ (1881-1973 წლები) სწავლა განაგრძო ერთ-ერთ ადგილობრივ სკოლაში.
ვილჰელმ კაიტელი – “ეპიზოდი”
მას შემდეგ,რაც 1945 წლის 9 მაისს ვერმარხტის მთავარსარდალმა და “არმიის ტვინად” წოდებულმა - ვილჰელმ ბოდევინ იოჰან გუსტავ კაიტელმა (1882-1946 წლები) ხელი მოაწერა “ვერმარხტის უსიტყვო კაპიტულაციას” წითელი არმიის წინაშე, 13 მაისს ტყვედ ჩაბარდა ბრიტანელებს.
სერ ჰემფრი ჟილბერტი – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,დიდი ინგლისელი მკვლევარი,ნავიგატორი და სამხედრო პირი – სერ ჰემფრი ჟილბერტი (1539-1583 წლები) ოცდათხუთმეტი წლის ასაკში ინგლისისა და ირლანდიის დედოფლის – ელისაბედ I-ის ბრძანებით სამხედრო-საზღვაო ფლოტის ესკადრის მეთაურად იქნა დანიშნული.
დუგლას მაკარტურის მოსაზრებები…
1. “სად არის რომი და კართაგენი? სად არის ბიზანტია? სად არის ეგვიპტე? ერთ დროს ძლევამოსილი სახელმწიფოები? სად არის კორეა,რომლის სასიკვდილო ტირილი მსოფლიოს არ გაუგონია?
სიორენ ობიუ კიერკეგორი – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,დიდი დანიელი ფილოსოფოსის,მწერლისა და პროტესტანტი თეოლოგის – სიორენ ობიუ კიერკეგორის (1813-1855 წლები) მამას – პეტერ კიორკეგორს ბავშვობაში უმძიმეს საყოფაცხოვრებო პირობებში მოუხდა აღზრდა.