Daily Archives: ივლისი 18, 2017
რა უცნაურმა მიზეზმა ჩაუყარა საფუძველი „ალბათობის თეორიას”
ჩვენ არ ვიცით,სინამდვილეა თუ ლეგენდა, – მართლა ხიდან მწიფე ვაშლის ჩამოვარდნა გახდა თუ არა საბაბი „მსოფლიო მიზიდულობის კანონის” აღმოჩენისა, მაგრამ რაც შეეხება მათემატკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დარგს – „ალბათობის თეორიას”, აქ უკვე დაბეჯიდებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი აღმოჩენა სრულიად „შემთხვევითი” მოვლენისგან იღებს დასაბამს, რომელსაც ერთის შეხედვით, თითქოს საერთო არაფერი საერთო არ უნდა ჰქონოდა მათემატიკასთან.
XVII საუკუნის საფრანგეთის მოკლე დახასიათება
XVII საუკუნის საფრანგეთი – ევროპის უძლიერესი სახელმწიფო, მსოფლიო კულტურის აღიარებული ცენტრი: თავისი სახელგანთქმული მწერლებით – პიერ კორნელი, ჟან რასინი, ჟან-ბატისტ მოლიერი, ჟან ლაფონტენი, ნიკოლა ბუალო-დეპრესო, შარლ პერო;
Genia.Ge-ს დღის ციტატა…
„სამყაროს მბრძანებელი საზოგადოებრივი აზრი კი არ არის,არამედ ძალა. – კი მაგრამ,განა სწორედ საზოგადოებრივი აზრი არ არის ძალა? – არა,ის ძალის ნაშიერია”.
ბაჩანა ბრეგვაძე – „ბლეზ პასკალი”
თორმეტი წლის ასაკში,„რგოლებისა” და „ჯოხების” თამაშით ხელახლა აღმოაჩინა გეომეტრია; თექვსმეტი წლისამ დაწერა დიდებული მეცნიერული ტრაქტატი კონუსური კვეთის შესახებ,რომლის ბადალიც ანტიკური ხანის შემდეგ იშვიათად თუ შეუქმნია კაცის გენიას;
რა დაუვიწყარი სიტყვები მიუძღვნა გოეთემ „სტრასბურის საკათედრო ტაძარს?”
სტრასბურგში ჩასულმა და სასტუმრო „Zum Gist”-ში დაბინავებულმა გენიალურმა გერმანელმა პოეტმა,ფილოსოფოსმა და საზოგადო მოღვაწემ – იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთემ (1749-1832 წლები) იმავე დღეს მოინახულა გოთიკის ერთ-ერთი უმშვენიერესი ქმნილება – „სტრასბურის საკათედრო ტაძარი”,რომელიც თავის დროზე,გერმანელი არქიტექტორების მიერ იქნა აგებული.