Daily Archives: ივლისი 4, 2017
„აღსარების” ჩაბარების ისტორიიდან…
ყველაზე შორეული დროის ყველა რელიგია წარმოგვიდგენს მონანიებისა და შეწყალების ცერემონიათა სხვადასხვა სახის ნიმუშებს.პირველყოფილ საზოგადოებაში წარმოდგენა „აღსარების” შესახებ განუყრელად გახლდათ დაკავშირებული თვით დანაშაულის გაგებასთან (ცოდვად მიიჩნეოდა ყოველივე ის,რაც ტომის კანონის დარღვევას წარმოადგენდა დანაშაულის ყოველგვარი მორალური შეფასების გარეშე).
დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
როგორც ცნობილია,ლიდიის სამეფოს უკანასკნელი მეფის – კრეზის (ძვ.წ.აღ-ით 595-546 წლები) ერთ-ერთი ვაჟიშვილი დაბადებიდანვე ყრუ-მუნჯი და ხეიბარი იყო,რის გამოც სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი მონარქი ყოველნაირად ცდილობდა მის განკურნებას,მაგრამ ვერაფერი უშველა.
მიხეილ ჯავახიშვილი – „ეპიზოდი”
1899 წლის დამლევს გენიალური ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის – მიხეილ ჯავახიშვილის სიონში განთავსებულ სახლს,როგორც შემდგომში გაირკვა,მეზობლები დასცემიან თავს.
ასე გენიალურად აღწერა „მარადიული ქალაქის” ღამე და დილა კონსტანტინე პაუსტოვსკიმ
„ღამე დიდებული,ვითარცა შორეული წარსული,ჩამოსწოლოდა „მარადიულ ქალაქად” წოდებულ რომს.გეგონებოდათ,ღამეული ზეცა ატლანტებს შეუდგამთ თავიანთ განიერ მხრებზე და დაღლილობისაგან მიწისაკენ სულ უფრო მეტად და მეტად დახრილები,ვარსკვლავებს მიწასთან აახლოვებენო.
როგორ ეპყრობოდნენ ურჩ ხელოვან ყმებს რუსი მემამულეები?
XIX საუკუნეში მაცხოვრებელ რუს მემამულეებს განათლებულობის ერთ-ერთ დამადასტურებელ ფაქტად მიაჩნდათ,თუ მათ კარზე ყმა მხატვრები და ზოგადად რომ ვთქვათ,ხელოვანები ეყოლებოდათ დასაქმებულნი.
„კეადა”
ძველ ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფო სპარტაში სასიკვდილოდ განწირულთათვის ყველაზე საშინელ სასჯელად მიჩნეული იყო - „კეადაში” ჩაგდება.
რომელ არსებას მიიჩნევდნენ „წმინდანად” კუნძულ სერიფის მცხოვრებნი?
გამოჩენილი იტალიელი რელიგიის ისტორიკოსისა და არქეოლოგის – რაფაელე პეტაცონის (1883-1959 წლები) ცნობის თანახმად,ეგეოსის ზღვაში განთავსებული სერიფის კუნძულის უძველესი მკვიდრნი (ძველი ელინები)
იცით თუ არა,რომ
1. რომაული ლიტერატურის ნოვატორად აღიარებული გამოჩენილი რომაელი სახელმწიფო მოღვაწე და მწერალი – მარკუს პორციუს კატონი (უფროსი) მის მფლობელობაში არსებულ ცხოველთა შესანახად გასაოცარ ჰიგიენურ პირობებს ჰქმნიდა, და ეს მაშინ,
ნოვალისი – „რა არის სინდისი?”
„სინდისი ყველა ადამიანს დაბადებით დაჰყვება თან შუამავლად.იგი ღმერთის მოციქულია დედამიწაზე და ამიტომაც ბევრისთვის უზენაეს საბოლოო ცნებად ქცეულა;
ერნესტ მილერ ჰემინგუეი – „ეპიზოდი”
მას შემდეგ,რაც დიდი ამერიკელი მწერალი – ერნესტ მილერ ჰემინგუეი (1899-1961 წლები) სასწაულებრივად გადაურჩა ავიაკატასტროფას,ერთ-ერთი გაზეთის კორესპონდენტმა ჰკითხა,რას ფიქრობს კაცი სიკვდილის ჟამს და რას ფიქრობს კაცი,როდესაც საკუთარ თავზე დაწერილ ნეკროლოგს ჰკითხულობსო,