Daily Archives: მაისი 5, 2022
ამონარიდები გიორგი ხორგუაშვილის მოთხრობებიდან…
„ძნელი გასარჩევია სულდგმულებში ადამიანი ვინ არის და მხეცი ვინ. ჯერ კიდევ ვერ დავრწმუნებულვართ, რომ უსინდისო კაცს ცარიელი სიტყვით შერცხვენა და გაკიცხვა მხოლოდ ღიმილს მოჰგვრის და მეტს არაფერს…” – (კნაპე)
ამონარიდები ბორის ჩხეიძის მოთხრობიდან – „კეთილი სიტყვა”
„კარგი, მოსაწონი, მშვენიერი, ყველას უნდა მხოლოდ მას, ერთადერთს ერგოს, ერთადერთს ეკუთვნოდეს”.
ამონარიდი ფრანც ფიუმანის მოთხრობიდან – „ღვთის სამსჯავრო”
„ჰმ, პატიებას მთხოვს ეს საცოდავი, მომჩერებია და კურდღელივით ცახცახებს”, გაიფიქრა მან და თვალი მოჰკრა, ბერძენს მუხლები და ხელები უკანკალებდა. ისიც დაინახა, რა მონური სიმხდალით იცქირებოდნენ მისი თვალები,
ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
„ხანდახან ადამიანის ენაც უძლურია, ამიტომ დადუმდება ხოლმე და მარტო თვალებიღა მეტყველებენ”. – გიორგი ნატროშვილი (თეთრხალათიანი კაცი)
ამონარიდები ბორის ჩხეიძის მოთხრობებიდან…
„ზოგი ადამიანის გულს ოქროს თვისება აქვს. ათასი წელიწადიც ეგდოს ჯეღლსა, ნაგავსა და უწმინდურობაში, ამოიღებ, გაფერავ და ისევ ოქროა”. – (ავტობუსი N37)