Daily Archives: მაისი 17, 2022
ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
„ – ოცნება თქვენი, გოგო-ბიჭების საქმეა. მე კი, მე, ჩემსას დამაჯერეთ. ჩემი ოცნებები ახლა, მე რომ შემფერის და შევუპყრივარ, მოგონებებია, განვლილი წუთისოფლის შეფასება-გადაფასებაა. ისინი იმათ შეეხებიან, რასთანაც გავჩნდი, სადაც აღვიზარდე, კეთილი და ბოროტი განვიცადე. მერე დავბერდი…” – ბორის ჩხეიძე (ჯუთია)
ამონარიდები ოთარ ჩხეიძის თხზულებიდან – „ჩემი სოფლის ეტიუდები”
„ – აკაკუნებენ და უნდა გაუღო, მტერი რო იყოს, უნდა გაუღო, უნდა შემოუშვა, უნდა დაეხმარო, ალბათ რაღაც გასჭირვებია, და, რახან გასჭირვებია, მტერიც ჰო მტერიც აღარ არის, – ადამიანია”.
ამონარიდები გიორგი ხორგუაშვილის მოთხრობიდან – „კნაპე”
„თუ ფული გაბადია, ნამუსიც ბევრი გასხია, ჭკუაც დიდი გაქვს და ხალხის პატივისცემითაც ყელთამდე ხარ მოყირჭებული. თუ არა და, კაციშვილს არ უნდიხარ, მშრალი სალამიც კი ენანებათ შენთვის, სიყვარულით მოყვანილ ცოლსაც მოსძულდები და შენი სისხლით მონაგარ შვილებსაც”.
ამონარიდები ოთარ ჩხეიძის რომანიდან – „კვერნაქი”
„განა რა არის ცხოვრებაში, ფიქრი რომ არ უნდა?!”