Daily Archives: მაისი 29, 2022
ამონარიდები რევაზ მიშველაძის მოთხრობებიდან…
„თუ მოინდომებ კაცი, თურმე, პატარა ხუხულას კი არა, ცაზე მისადგმელ კიბეს იშოვი”. – ( ცვრიან ბალახზე)
ამონარიდები ალექსანდრე კიკნაძის რომანიდან – „იბერიის ლეგენდა”
„განშორება სიყვარულისათვის იგივეა, რაც ქარი ცეცხლისთვის – სუსტს აქრობს, დიდს კი უფრო აძლიერებს”.
ამონარიდები სერგო კლდიაშვილის მოთხრობებიდან…
„რა დამღლის ვიარო წმინდა ქართულ მიწაზე, რა დამღლის ვუცქირო ჩემი ქვეყნის ცასა და მზეს! ამაზე დიდი სიკეთე რა უნდა ვინატრო!” – (სოფლის გზაზე საქართველოში)
ამონარიდები ალექსანდრე კალანდაძის რომანიდან – „გარდამოხსნა”
„ამ ჩვენს მშვენიერ საუკუნეში სწავლა-განათლება, მეცნიერება, მუქთამჭამელობა და მაიმუნობა ერთმანეთშია არეულ-დარეული”.
Genia.Ge-ს ფილოსოფიიდან…
„სიმდიდრე ჭკუით თუ არ მოიხმარე, ან დაგაბრმავებს, ან კაცობას წაგართმევს, გაგაველურებს, მხეცად გაქცევს…”
ამონარიდები გივი კარბელაშვილის რომანიდან – „გათანგულნი”
„საკუთარ სიმდიდრესა და ჭკვას ნუ დაანახვებ ხალხს, ბევრ მტერს გეიჩენ, ცოტა ქე უნდა გყავდეს, გაფხიზლებს ის…”