ლოპე დე ვეგა – “ეპიზოდი”

“ბაროკოს ეპოქის” ერთ-ერთი გამოჩენილი ესპანელი დრამატურგი და პოეტი - ლოპე დე ვეგა (1562-1635 წლები),ჯერ კიდევ 5 წლის ასაკში კითხულობდა ესპანურ და ლათინურ ენებზე.10 წლის ასაკიდან ლათინურიდან თარგმნიდა ლექსებს,ხოლო 12 წლის გახლდათ,როდესაც თავისი პირველი პიესა დაწერა,რომელმაც მას დიდი აღიარება მოუტანა.

დენი დე სალო – “პირველი სამეცნიერო ჟურნალის ფუძემდებელი”

პირველი ლიტერატურულ-სამეცნიერო ჟურნალის ევროპაში,რომელიც ოფიციალურად გამოიცა პარიზში 1669 წლის 5 იანვარს,სახელწოდებით: “journal des savants” (მეცნიერთა ჟურნალი),ავტორი გახლდათ პარიზის პარლამენტის მრჩეველი,ფრანგი - დენი დე სალო (1626-1669 წლები).

ჰენდრიკ ავერკამპი

ჰენდრიკ ავერკამპი დაიბადა 1585 წლის 27 იანვარს ნიდერლანდების უდიდეს და ულამაზეს ქალაქ ამსტერდამში.იგი გახლდათ ერთ-ერთი გენიალური ნიდერლანდელი მხატვარი ბაროკოს ეპოქისა.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა – “ეპიზოდი”

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა,რომელიც მდებარეობს აფრიკის კონტინენტის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში,რაც არ უნდა გასაოცარი იყოს – სამი დედაქალაქის მქონე სახელმწიფოა.

მანცინელა

მანცინელა - მოიხსენიებენ ასევე, როგორც “მანშინელა”. იგი გახლავთ ტროპიკული მცენარე რძიანისებრნთა ოჯახისა, რომელიც გავრცელებულია ცენტრალურ ამერიკაში, კოლუმბიაში, ვენესუელაში, მექსიკასა და კარიბის ზღვის კუნძულებზე.

იცით თუ არა,რომ

1. რძიანი შოკოლადი პირველად XIX საუკუნის შუა ნახევრაში შვეიცარიელმა – დანიელ პიტერმა გამოიგონა,ამიტომ მას “შვეიცარიულ შოკოლადს” უწოდებდნენ.

ეკატერინე II-ეს “საფლავის ეპიტაფია”

რუსეთის დედოფალმა ეკატერინე II-მ (1729-1796 წლები), რომელიც მეუღლე გახლდათ მეტად არაპოპულარული იმპერატორის პეტრე III-ისა (მეფობდა 1761-1762 წლებში), თავადვე 1762 წელს სასახლის კარზე მომხდარი გადატრიალების შედეგად ტახტიდან ჩამოაგდო იმპერატორი და მთელი ძალაუფლება იგდო ხელთ.

“დემარქია”

“დემარქია” - ასევე მოიხსენიებენ, როგორც “ლოტოკრატია”. იგი გახლავთ ფორმა პირდაპირი მნიშვნელობითი დემოკრატიისა და სახალხო ნების გამოხატულებისა, როდესაც შემთხვევითი ფორმით არჩეული მოქალაქეები იღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მთელი მოსახლეობის სახელით.

ნანაუაცინი

ნანაუაცინი” - მოიხსენიებდნენ ასევე,როგორც “ნანაუატლი”.იგი გახლდათ აცტეკთა ღვთაება,რომელიც მსოფლიოს მეხუთე ეპოქის დასაწყისში გადაეშვა ცეცხლში და იქცა მზედ.აცტეკთა მითოლოგიის თანახმად “ახალი სამყაროს” შექმნის შემდეგ,შეიკრიბნენ ღმერთები რათა გადაეწყვიტათ ის,თუ ვინ იქნებოდა მზის ღმერთი.

“ბორჯიას კოდექსი”

“ბორჯიას კოდექსი” - გახლავთ მესოამერიკული რელიგიური და წინასწარმეტყველური უძველესი მანუსკრიპტი,რომელიც მეცნიერთა ვარაუდით შექმნილი უნდა ყოფილიყო თანამედროვე მექსიკის შტატის პუებლას ტერიტორიაზე,კონკისკადორთა მიერ მექსიკის დაპყრობამდე.