Tag Archives: მეცნიერება

“უჩინარი კოლეგია”

“უჩინარი კოლეგია” - ინგლისურ ენაზე “Invisible College”,წარმოადგენდა წინამორბედ სამეცნიერო და ინტელექტუალთა საზოგადოებას,დიდი ბრიტანეთის სამეფო საზოგადოებისა,რომელიც შედგებოდა ნატურფილოსოფოსს მეცნიერთა ჯგუფისაგან.

ფულკანელი

ფულკანელი - წარმოადგენდა XX საუკუნის იმ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ,საიდუმლოებებით მოცულ და ლეგენდად ქცეულ ალქიმიკოსის და ოკულტისტის ფსევდონიმს,რომლის ნამდვილი ვინაობა დღემდე არ არის დადგენილი.

“ფარდობითობის თეორიის” შესახებ…

კლასიკური ფიზიკის ფუძემდებლები იყვნენ გალილეო გალილეი და ისააკ ნიუტონი.ნიუტონმა თავისი სისტემა სივრცისა და დროის თაობაზე ფაქტობრივად შექმნა გალილეის ცდების საფუძველზე.ნიუტონის კლასიკურ ფიზიკაში სივრცე სამი განზომილებით განისაზრვრება.ესაა – სიგრძე,სიგანე და სიმაღლე.

ჯოვანი ბატისტა აუდიფრედი

ჯოვანი ბატისტა აუდიფრედი - რომელსაც ასევე მოიხსენიებდნენ,როგორც – ჯიამბატისტა აუდიფრედი,დაიბადა 1714 წლის 2 თებერვალს,საფრანგეთის ალპებში მდებარე მაღალმთიან სოფელ საორჟში (ნიცასთან ახლოს).იგი წარმოადგენდა დიდ იტალიელ ასტრონომს,ბიბლიოგრაფსა და დომინიკური ორდენის სასულიერო პირს.

ქუინტუს ასკონიუს პედანიუსი

ქუინტუს ასკონიუს პედანიუსი - დაიბადა ჩვ.წ.აღ-მდე 9 წელს,ვენეტოს პროვინციის,ქალაქ – პატავიაში (თანამედროვე პადუა – იტალია).იგი წარმოადგენდა დიდ რომაელ ფილოლოგს,მწერალსა და ისტორიკოსს,რომელმაც განსაკუთრებით სახელი გაითქვა,უდიდესი რომაელი პოლიტიკური მოღვაწის (კონსული) და ძველი რომის ყველაზე სახელგანთქმული ორატორის – მარკუს ტულიუს ციცერონის,გამოსვლების კომენტარებით.

კრისტიან ალბერტ თეოდორ ბილროთი

კრისტიან ალბერტ თეოდორ ბილროთი - დაიბადა 1829 წლის 26 აპრილს,პრუსიის ქალაქ ბერგენ-რიუგენეზეში (თანამედროვე გერმანია).იგი წარმოადგენდა ავსტრიული წარმომავლობის მქონე,ერთ-ერთ უდიდეს გერმანელ ქირურგს,რომელიც დღემდე მიიჩნევა აბდომინალური ქირურგიის ფუძემდებლად მედიცინაში.

პოსიდონიოსი

პოსიდონიოსი - დაიბადა დაახლოებით 139/135 წლებში,სირიის ჩრდილოეთით მდებარე ანტიკურ ქალაქ აპამეიაში,მდინარე ორონტის სანაპიროზე.იგი წარმოადგენდა დიდ ძველბერძენ ფილოსოფოსს (სტოიციზმის მიმდევარი),ისტორიკოსს,გეოგრაფსა და ასტრონომს.