Tag Archives: ამონარიდები ოთარ ჩხეიძის რომანიდან – “ბურუსი”
ამონარიდები ოთარ ჩხეიძის რომანიდან – „კვერნაქი”
„ცდა ბედის მონახევრეაო, რომ თქმულა, ალბათ, ერთ ცდაზე როდი თქმულა, ბევრ ცდაზე ითქმოდა, მრავალზე, გამარჯვებამდის, ბედის გამოჭედვამდის”.
ამონარიდები ოთარ ჩხეიძის თხზულებიდან – „ჩემი სოფლის ეტიუდები”
„ – აკაკუნებენ და უნდა გაუღო, მტერი რო იყოს, უნდა გაუღო, უნდა შემოუშვა, უნდა დაეხმარო, ალბათ რაღაც გასჭირვებია, და, რახან გასჭირვებია, მტერიც ჰო მტერიც აღარ არის, – ადამიანია”.
ამონარიდები ოთარ ჩხეიძის რომანიდან – „კვერნაქი”
„განა რა არის ცხოვრებაში, ფიქრი რომ არ უნდა?!”
ამონარიდები ოთარ ჩხეიძის რომანიდან – „ჩემი სოფლის ეტიუდები”
„უმაღლესი სასჯელი სინდისის ქენჯნაა”.
ამონარიდები ოთარ ჩხეიძის რომანიდან – „ბორიაყი”
„ – მიწის ქვეშაა ძნელი, გაუსაძლისი, თორემ ცის ქვეშ რა გაგიჭირდება; რაც უნდა გაგიჭირდეს, დამხმარე მაინც გაგიჩნდება, ცის ქვეშ ხელის გაწოდება შეიძლება, მიწის ქვეშ არა, ნწ, არა”.
ამონარიდები ოთარ ჩხეიძის რომანიდან – “ბურუსი”
“აქამდე მეგონა, რო ყველა კეთილი და ჭკვიანი იყო, ადამიანების განსხვავება არ შემეძლო, ყველა მიყვარდა, რადგან მეგონა, ყველას ყველა უყვარდა; ყველას ვუჯერებდი, რადგან მწამდა, ყველა კეთილი და გონიერი იყო. მეგონა, ბოროტებს, შურიანებს, ხარბებს, ძუნწებს, პატივმოყვარეებს, სხვადასხვა ყაიდის სულელებს მხოლოდ ოდესღაც ეცხოვრათ ქვეყნად და გადაშენებულიყვნენ;