Tag Archives: სპორტის ლეგენდები
ჰენდრიკ იოჰანეს “იოჰან” კრუიფი
ჰენდრიკ იოჰანეს “იოჰან” კრუიფი – დაიბადა 1947 წლის 25 აპრილს,ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამში.იგი წარმოადგენს მსოფლიო ფეხბურთის იმ ლეგენდას,რომელსაც დღემდე – “მფრინავი ჰოლანდიელის” სახელით მოიხსენიებენ.
რენე ხოსე იგუიტა საპატა
რენე ხოსე იგუიტა საპატა - დაიბადა 1966 წლის 27 აგვისტოს კოლუმბიის ქალაქ მედელინში.იგი გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი (მეკარე),კოლუმბიის საფეხბურთო ისტორიაში.
“სპორტული სიარულის” დამაარსებელი – ედვარდ უეტსონი
“სპორტული სიარულის” ფუძემდებლად და ამ სახეობის “მამად” მიჩნეულია ამერიკელი - ედვარდ უეტსონი (1839-1929 წლები),რომელმაც 21 წლის ასაკში მეგობართან დადო სანაძლეო,იმის შესახებ,რომ ახლო მომავალში პრეზიდენტობას ვერ მოიპოვებდა ლეგენდარული – აბრაამ ლინკოლნი (რომელიც შემდგომ ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-16 პრეზიდენტი ხდება 1861 წელს).
ჯოზეფ ლუის ბეროუ – “ჯო ლუისი”
ჯოზეფ ლუის ბეროუ - იგივე ჯო ლუისი დაიბადა 1914 წლის 13 მაისს ლაფაიეტში (ალაბამას შტატი,ამერიკა).იგი გახლდათ მსოფლიო კრივის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი პროფესიონალი მოკრივე და მსოფლიო ჩემპიონი ზემძიმე წონაში.
იუდით პოლგარი
იუდით პოლგარი - დაიბადა 1976 წლის 23 ივლისს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში,ებრაული წარმომავლობის მქონე ოჯახში. იგი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ უნგრელ მოჭადრაკესა და გროსმაისტერს (ტიტული, რომელიც ც მას 1991 წელს მიენიჭა).
პოლიდამას სკოტოუაიოსელი
პოლიდამას სკოტოუაიოსელი - წარმოადგენდა ძვ.წ.აღ-ით მე-V საუკუნის,ლეგენდარულ ძველბერძენ ათლეტს თესალიიდან.მან პანკრატიონში (ბრძოლა მუშტი-კრივით,რომელიც ფართოდ იყო გავრცელებული ანტიკური ხანის ოლიმპიურ თამაშებზე) მიიღო მონაწილეობა 93-ე ოლიმპიურ თამაშებში (ძვ.წ.აღ-ით 408 წელი) და გამარჯვებულიც გახდა.
ფერენც პულცერ ბირო – (ფერენც პუშკაში)
ფერენც პულცერ ბირო - იგივე ფერენც პუშკაში დაიბადა 1927 წლის 2 აპრილს,უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში.იგი წარმოადგენდა მსოფლიო ფეხბურთის,ერთ-ერთ უდიდეს უნგრელ ფეხბურთელს და მწვრთნელს,უნგრული “ოქროს საფეხბურთო ნაკრების” სახელით ცნობილი გუნდის ლიდერს და ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ბომბარდირსა და მარცხენა გარემარბს.