Tag Archives: შედევრი სურათები
ჰენრიხ ჰექტორ სემირადსკი – “ცეკვა ხანჯლებს შორის”
“ცეკვა ხანჯლებს შორის” – წარმოადგენს პოლონური წარმომავლობის მქონე დიდი რუსი მხატვრისა და გვიანი აკადემიზმის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელის - ჰენრიხ ჰექტორ სემირადსკის (1843-1902 წლები) მიერ ტილოზე ზეთის საღებავებით შესრულებულ ბრწყინვალე სურათს.
ბოკაჩო ბოკაჩინო – “ახალგაზრდა ბოშა ქალის პორტრეტი”
“ახალგაზრდა ბოშა ქალის პორტრეტი” – წარმოადგენს აღორძინების ეპოქის გენიალური იტალიელი მხატვრისა და იტალიურ ქალაქ კრემონაში მდებარე საკათედრო ტაძრის უნიკალური ფრესკების შემოქმედის – ბოკაჩო ბოკაჩინოს (1468-1525 წლები) მიერ,დაფაზე ტემპერათი (საღებავები,რომლის შემაკავშირებელ ნივთიერებად იყენებენ წყალში გახსნილ კვერცხის გულს და უმატებენ მცენარეულ ან ცხოველურ ზეთს) შესრულებულ შედევრ სურათს.
ქვენტინ მასეისი – “გონჯი ჰერცოგინია”
“გონჯი ჰერცოგინია” – წარმოადგენს გენიალური ფლამანდრიელი მხატვრის – ქვენტინ მასეისის (1465-1530 წლები) მიერ,ზეთის საღებავებით შექმნილ დიდებულ გროტესკული სტილის მქონე ფსევდო-პორტრეტს.
ფრანსისკო გოია – “გოლიათები”
“გოლიათები” – (მოიხსენიებენ ასევე,როგორც – “პატარა გოლიათები”),წარმოადგენს გენიალური ესპანელი ფერმწერის,გრაფიკოსისა და გრავიორის - ფრანსისკო ხოსე დე გოია ი ლუსიენტეს (1746-1828 წლები) მიერ,1791-1792 წლებში,ტილოზე ზეთის საღებავით შესრულებულ დიდებულ სურათს.
ტიციანო ვეჩელი – “ქალი სარკის წინ”
“ქალი სარკის წინ” - გახლავთ,გენიალური მხატვრისა და იტალიური რენესანსის,ვენეციური სკოლის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენლის -ტიციანო ვეჩელის (1476-1576 წლები),იგივე - ტიციანის,მიერ 1515 წელს შექმნილი “შედევრი”.
ფრანსისკო გოია – “გოიას კურნავს ექიმი არიეტა”
“გოიას კურნავს ექიმი არიეტა” - ინგლისურ ენაზე “Self-portait with Dr arrieta”,წარმოადგენს გენიალური ესპანელი ფერმწერის,გრავიორისა და გრაფიკოსის - ფრანსისკო ხოსე გოია ი ლუსიენტეს (1745-1828 წლები),იგივე ფრანსისკო გოიას მიერ 1820 წელს,ტილოზე ზეთის საღებავით დახატულ სურათს.