Tag Archives: შედევრი სურათები
პიტ მონდრიანი – „საღამო. წითელი ხე”
„საღამო. წითელი ხე” – წარმოადგენს გენიალური ნიდერლანდელი მხატვრის,ნეოპლასტიციზმის მიმდინარეობის თვალსაჩინო წარმომადგენლისა და აბსტრაქტული სახვითი ხელოვნების ერთ-ერთ ფუძემდებლის – პიტ მონდრიანის (1872-1944 წლები) მიერ ტილოზე ზეთის საღებავის გამოყენებით დახატულ დიდებულ სურათს.
აგნოლო ბრონზინო – “ალეგორია ვენერასთან და ამურთან”
“ალეგორია ვენერასთან და ამურთან” – წარმოადგენს დიდი იტალიელი მხატვრისა და მანიერიზმის (გვიანი რენესანსის) დიდებული წარმომადგენლის - აგნოლო ბრონზინოს (1503-1572 წლები) მიერ ხის დაფაზე ზეთის საღებავების გამოყენებით დახატულ ალეგორიული სიუჟეტის მქონე შედევრ-სურათს.
პიტერ ბრეიგელი (უფროსი) – “ამბოხებული ანგელოზების დაცემა”
“ამბოხებული ანგელოზების დაცემა” – წარმოადგენს გენიალური ნიდერლანდელი მხატვრის,გრაფიკოსისა და ბრეიგელების გვარის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენლის - პიტერ ბრეიგელი “უფროსის” (1525-1569 წლები) მიერ 1562 წელს ხის დაფაზე ზეთის საღებავების გამოყენებით დახატულ რელიგიური სიუჟეტის მქონე შედევრ-სურათს.
ადოლფ უილიამ ბუგერო – “დანტე და ვერგილიუსი ჯოჯოხეთში”
“დანტე და ვერგილიუსი ჯოჯოხეთში” - წარმოადგენს გენიალური ფრანგი მხატვრისა და XIX საუკუნის აკადემიზმის თვალსაჩინო წარმომადგენლის - ადოლფ უილიამ ბუგეროს (1825-1905 წლები) მიერ ზეთის საღებავების გამოყენებით ტილოზე შესრულებულ შედევრ და უკვდავ სურათს.
ჯუზეპე არჩიმბოლდო – “ბიბლიოთეკარი”
“ბიბლიოთეკარი” – წარმოადგენს გენიალური იტალიელი მხატვრის,დეკორატორისა და ხელოვნებაში მანიერიზმის თვალსაჩინო წარმომადგენლის – ჯუზეპე არჩიმბოლდოს (1526-1593 წლები) მიერ 1562 წელს ტილოზე ზეთის საღებავების გამოყენებით დახატულ შედევრ-სურათს.
მერი კასატი – “ბავშვის დაბანა”
“ბავშვის დაბანა” – წარმოადგენს გამოჩენილი ამერიკელი მხატვრის,გრაფიკოსისა და იმპრესიონიზმის სახვითი ხელოვნების დიდოსტატი ქალის – მერი კასატის (1844-1926 წლები) მიერ ტილოზე ზეთის საღებავების გამოყენებით დახატულ შესანიშნავ ტილოს.
ვასილი პეროვი – “სამეული”
“სამეული” – წარმოადგენს გამოჩენილი რუსი მხატვრისა და პერედვიჟნიკების ამხანაგობის (რუსი მხატვრების შემოქმედებითი გაერთიანება,რომელიც შეიქმნა 1870 წელს პეტერბურგში) ერთ-ერთი ფუძემდებლის – ვასილი პეროვის (1833-1882 წლები) მიერ ტილოზე ზეთის საღებავების გამოყენებით დახატულ ემოციურად დატვირთული ჟანრის მქონე დიდებულ სურათს.
ფოქს მედოქს ბრაუნი – “გამომშვიდობება ინგლისთან”
“გამომშვიდობება ინგლისთან” – წარმოადგენს დიდი ინგლისელი მხატვრის,პოეტისა და პრერაფაელისტური მიმდინარეობის თვალსაჩინო წარმომადგენლის – ფოქს მედოქს ბრაუნის (1821-1893 წლები) მიერ ხის დაფაზე ზეთის საღებავების გამოყენებით დახატულ შესანიშნავ ტონდოს (მრგვალი ფორმების მქონე სურათი ან ბარელიეფი).
რაფაელ სანტი – “კაუპერის დიდი მადონა”
“კაუპერის დიდი მადონა” – წარმოადგენს უმბრიული სკოლის გენიალური იტალიელი მხატვრის,არქიტექტორისა და გრაფიკოსის – რაფაელ სანტის (1483-1520 წლები) მიერ 1508 წელს დახატულ შედევრ-სურათს.
სანდრო ბოტიჩელი – “ცილისწამება”
“ცილისწამება” – წარმოადგენს ადრეული რენესასნსის ხანის გენიალური იტალიელი მხატვრისა და ფლორენციული სამხატვრო სკოლის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის - ალესანდრო დი მარიანო დი ვანი ფილიპეპის (1445-1510 წლები),იგივე – სანდრო ბოტიჩელის მიერ შექმნილ შედევრ-სურათს.