Tag Archives: ლიტერატურა
ოტომო-ნო ტაბიტო
ოტომო-ნო ტაბიტო - დაიბადა,დაახლოებით 662 წელს იაპონიაში.იგი წარმოადგენდა ერთ-ერთ უდიდეს იაპონელ პოეტს,რომელიც თავის მხრივ მამა გახლდათ,ასევე დიდი იაპონელი პოეტისა და “მანიოსიუს” ანთოლოგიის შემქმნელის (კრებული,რომელშიც მოთავსებულია სხვადასხვა ავტორის რჩეული თხზულებანი,უპირატესად ლექსები) – ოტომო-ნო იაკამოტისა.
„ამონარიდები” ფრანსუაზ საგანის რომანებიდან…
დიდი ფრანგი მწერალი და დრამატურგი ქალი - ფრანსუაზ საგანი (1935-2004 წლები), რომლის ნამდვილი გვარიც გახლდათ – კუარე, 1985 წელს დაჯილდოვებულ იქნა „მონაკოს თავადის პრემიით”, ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებით დიდი წვლილისათვის.
აჰმედ იბნ მუჰამედ იბნ არაბშაჰი
აჰმედ იბნ მუჰამედ იბნ არაბშაჰი - დაიბადა 1392 წელს,სირიის დედაქალაქ დამასკოში.იგი წარმოადგენდა დიდ არაბ მწერალსა და ისტორიკოსს,რომელიც ავტორია ისეთი ისტორიული პიროვნებისა და შუააზიელი მხედართმთავრის ბიოგრაფიის (საქართველოს ერთ-ერთი დაუძინებელი მტირს და ჩვენი ქვეყნის რვაჯერ ამაოხრებლის),როგორიც იყო – თემურლენგი.
ნოდარ დუმბაძე “გალაკტიონის” შესახებ წერდა…
“გალაკტიონი ის პოეტია,რომელიც ვერ შემაძულა სასკოლო ქრესტომათიამ და რომლის ხელახლა შეყვარება არ დამჭირვებია ათწლედის დამთავრების შემდეგ.
თედორე დოსტოევსკის შესახებ წერდნენ…
“არავის გაუანალიზებია ადამიანის რთული შინაგანი სამყარო ისე,როგორც დოსტოევსკის…
პავლე ინგოროყვას ავტოპორტრეტიდან…
პავლე ინგოროყვა (1893-1983 წლები) – თამამად შეიძლება მივიჩნიოთ ერთ-ერთ უდიდეს ქართველ მამულიშვილად და სამშობლოსათვის „დამაშვრალ” – „სულის ძლიერების” სიმბოლოდ.
სერ უოლტერ სკოტი – “რობერტ ბერნსის შესახებ”
“რობერტ ბერნსი – მაგარი კაცი იყო – ძლიერი და მკვრივი.სოფლური მანერები კი ჰქონდა,მაგრამ სიტლანქეს ოდნავადაც ვერ შენიშნავდით.ერთი შეხედვით გლეხი გეგონებოდათ,რომელსაც საგარეო ტანსაცმელი ჩაუცვამს და მემამულეს სწვევია სადილადაო.
ტომას მაინ რიდის შემოქმედებიდან…
“ეს ხუთასი უბედური ადამიანი დღეიდან ცოტათი კიდევ გაზრდის მონათა არმიას.მაგრამ სამაგიეროდ კაპიტნის სიმდიდრეც გაიზრდება.გარეწარ მეზღვაურებსაც შეხვდებათ მოგებიდან თავიანთი წილი და იქვე გაფლანგავენ.
ერნესტ მილერ ჰემინგუეი “მწერლობის” შესახებ…
“ისეთ ხალხზე უნდა წერო წიგნები,ვისაც იცნობ,ვინც გიყვარს ან გძულს, და არა იმათზე,ვისი გაცნობაც ახლა დაგიწყია… ქვეყნად არაფერი არ არის ისე ძნელი,როგორც უბრალო,პატიოსანი პროზის წერა ადამიანის შესახებ.ჯერ ის საგანი უნდა შეისწავლო,რაზედაც წერ, და მერე წერა ისწავლო.
ვახტანგ ჭელიძე – “თარგმანის” შესახებ…
თუ თქვენ ქართულად თარგმნით ამა თუ იმ თხზულებას,უნდა გააქართულოთ კიდეც იგი.თარგმნილი თხზულება უკვე იმ ენის საკუთრებაცაა,რა ენაზეც თარგმნით ამ შემთხვევაში ქართულისა.იგი ლიტერატურის საგანძურში შედის,ამდიდრებს ამ ლიტერატურას – თუკი,რა თქმა უნდა,თავად წარმოადგენს რაიმე სიმდიდრეს;