Tag Archives: საინტერესო ფაქტები
ქსოვის ისტორიიდან…
ზუსტად დადგენილი არ არის,როდის დაიწყო ადამიანმა პირველად ქსოვა,თუმცა-კი ცნობილია,რომ დღემდე აღმოჩენილ ყველაზე ძველ ნაქსოვ ნიმუშს ახ.წ.აღ-ით III-IV საუკუნეებში დამზადებული ბავშვის წინდები წარმოადგენს,რომელიც არქეოლოგებმა ერთ-ერთი კოპტური საფლავის გახსნისას აღმოაჩინეს.
სტივენ ჟირარი – „ეპიზოდი”
ალბათ ყველას გვსმენია აშშ-ის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ისეთი სახელოვანი ადამიანების სახელები,როგორებიც იყვნენ – ჯორჯ ვაშინგტონი,ჯონ ადამსი,ბენჯამინ ფრანკლინი და სხვები,მაგრამ ცოტას თუ გვსმენია XIX საუკუნის აშშ-ის ყველაზე მდიდარი ადამიანის,ფრანგული წარმომავლობის მქონე ამერიკელი ბანკირისა და ფილანთროპის – სტივენ ჟირარის (1750-1831 წლები) სახელი,რომელმაც განუზომელი წვლილი დაიდო აშშ-ის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებაში.
მიხეილ გორბაჩოვი – „ეპიზოდი”
შესაძლოა დიდი მნიშვნელობის ინფორმაცია არ იყოს,მაგრამ მაინც შევნიშნავ: საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის უკანასკნელი გენერალური მდივანი - მიხეილ გორბაჩოვი,რომელსაც დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ,თანამდებობიდან წასვლისას მოსახლეობისთვის არ განუმარტავს ოფიციალური მიზეზები გადადგომისა,
მოდესტ მუსორგსკი – „ეპიზოდი”
ალკოჰოლური დელირიუმის („თეთრ ციებ-ცხელებად” წოდებული მწვავე ალკოჰოლური ფსიქოზი) დიაგნოზით სანკტ-პეტერბურგის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაცვლილი სახელოვანი რუსი კომპოზიტორი და რუს კომპოზიტორთა შემოქმედებითი გაერთიანების – „მძლავრი ჯგუფის” თვალსაჩინო წარმომადგენელი – მოდესტ მუსორგსკი (1839-1881 წლები),
ფერნანდო მაგელანი – „ეპიზოდი”
დედამიწის ირგვლივ პირველი წარმატებული მოგზაურობის დამაგვირგვინებლისა და ესპანეთის სამეფოს სამსახურში ჩამდგარი პორტუგალიელი მეზღვაური-მკვლევარის - ფერნანდო მაგელანის (1480-1521 წლები) ბიოგრაფების ერთი ნაწილი ირწმუნება,რომ თავდაპირველად საერთოდ არ ყოფილა დაგეგმილი მაგელანის მიერ დედამიწის გარშემო მოგზაურობა.
გალილეო გალილეი- „ეპიზოდი”
ინკვიზიციის ქარ-ცეცხლში გამოვლილმა გენიალურმა იტალიელმა ფიზიკოსმა,მექანიკოსმა და ასტრონომმა – გალილეო გალილეიმ (1564-1642 წლები) თავისი ორივე ქალიშვილი – ვირჯინია და ლივია მონასტერს მიაბარა აღსაზრდელად.
ფერენც ლისტი – „ეპიზოდი”
1822 წელს გენიალური გერმანელი კომპოზიტორისა და პიანისტის – ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის ყოფილ მოწაფესთან,სახელოვან ავსტრიელ პიანისტთან და კომპოზიტორთან – კარლ ჩერნისთან მუსიკალური განათლების მიღებას უნგრელი ყმაწვილი – ფერენც ლისტი (1791-1857 წლები) შეუდგა.
იოჰან სებასტიან ბახი – „ეპიზოდი”
ცნობილია,რომ XVIII საუკუნის პირველი დეკადის ჩათვლით ევროპულ ტაძრებში საეკლესიო საგალობლებს მხოლოდ მამაკაცები ასრულებდნენ,რადგან ეკლესიის მგალობელთა გუნდში ჩარიცხვის პრივილეგიით მხოლოდ და მხოლოდ ისინი სარგებლობდნენ.
პეტრე ჩაიკოვსკი – „ეპიზოდი”
ოფიციალური ვერსიის თანახმად,გენიალური რუსი კომპოზიტორი და დირიჟორი - პეტრე ჩაიკოვსკი (1840-1893 წლები) ქოლერას ეპიდემიას ემსხვერპლა,თუმცა აღნიშნულ ვერსიას რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება უარყოფს.
კონსტანტინე პაუსტოვსკი – „ეპიზოდი”
რუსული ლიტერატურის კლასიკოსი მწერლის – კონსტანტინე პაუსტოვსკის (1892-1968 წლები) შემოქმედების ფანატიკურად მოყვარული გახლდათ სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული გერმანული წარმომავლობის მქონე ისეთი პოპულარული ამერიკელი მსახიობი ქალი,როგორიც გახლდათ – მარლენ დიტრიხი.