Tag Archives: საინტერესო ფაქტები
რა უჩვეულო უნარები გააჩნიათ ყორნებს?
ზოოლოგები ირწმუნებიან,რომ ყორნისებრთა ოჯახის ფრინველებს - ყორნებს,შესაძლებლობა გააჩნიათ არა მხოლოდ კარგად დაიმახსოვრონ ადამიანის სახე,არამედ მისი ამოცნობის შესანიშნავი უნარითაც არიან დაჯილდოვებულნი.
რა ურჩია ჯორჯ ბერნარდ შოუმ იაშა ხეფეცს?
მას შემდეგ,რაც “ვიოლინოს იმპერატორად” წოდებულმა ებრაული წარმომავლობის მქონე ლეგენდარულმა ამერიკელმა მევიოლინემ – იაშა ხეფეცმა (1901-1987 წლები) ერთ-ერთ კონცერტზე თავისი ტრიუმფალური გამოსვლა დაასრულა,კულისებში მიმავალს მოულოდნელად წინ გენიალური ირლანდიელი ნობელიანტი დრამატურგი – ჯორჯ ბერნარდ შოუ გადაუდგა.
ანდრეი ბელი – “ეპიზოდი”
გამოჩენილი რუსი მწერალი,პოეტი და მემუარისტი – ანდრეი ბელი (1880-1934 წლები) თავის ერთ-ერთ ადრეულ ლიტერატურულ ქმნილებაში წერდა: “მე მოვკვდები მზის ისრებისგან”.
რატომ უწოდეს ძმებმა გრიმებმა თავიანთ შესანიშნავ ზღაპარს – “ბრემენელი მუსიკოსები?”
დიდი გერმანელი მეზღაპრეების,ლინგვისტებისა და გერმანული ხალხური კულტურის მკვლევარების – ძმები გრიმების – იაკობისა და ვილჰელმის მიერ დაწერილ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და საყვარელ ზღაპარს,რომელიც საყოველთაოდ არის ცნობილი, - “ბრემენელი მუსიკოსები” წარმოადგენდა.
ვედები – “ეპიზოდი”
ერთ-ერთ უძველეს და უნიკალურ ინდურ სიბრძნისმეტყველების წიგნებში,რომელთაც – ვედების სახელით ვიცნობთ,სხვა უამრავ საინტერესო,საოცარ და მნიშვნელოვან ჩანაწერთან ერთად აღნიშნულია,რომ მუცლად მყოფ ბავშვს გულის ძგერა დედის ორსულობიდან 2 თვის თავზე ეწყება.
საგან უბუგუნი – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,ახალი წლის ერთ-ერთ უმთავრეს სიმბოლოს,რომელსაც ჩვენთან,საქართველოში – “თოვლის ბაბუა” განასახიერებს,მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარივე პერსონაჟები განასახიერებენ.
ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი – “ეპიზოდი”
ფლამანდური წარმოშობის ოჯახში დაბადებული გენიალური გერმანელი კომპოზიტორის,ვირტუოზი პიანისტისა და “ვენის კლასიკური სკოლის” უკანასკნელი წარმომადგენლის – ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის (1770-1827 წლები) მამას – იოჰან ვან ბეთჰოვენს,რომელიც თავადაც მუსიკოსი იყო,იმთავითვე დიდი სურვილი ამოძრავებდა საკუთარი ვაჟისაგან “მეორე მოცარტი” გამოეყვანა.
ივანე ბუნინი – “ეპიზოდი”
ემიგრაციაში მყოფი პირველი რუსი მწერალი,რომლის ნაწარმოებების ბეჭდვაც საბჭოთა კავშირში დაიწყეს,ნობელიანტი რუსი მწერალი და პოეტი – ივანე ბუნინი (1870-1953 წლები) გახლდათ.მიუხედავად იმისა,რომ საბჭოთა ხელისუფლებამ მწერალს სამშობლოში დაბრუნების ნება დართო,მან შეთავაზებულ წინადადებაზე უარი განაცხადა.
სტენდალი – “ეპიზოდი”
“მწერალმა ისევე არ უნდა იფიქროს კრიტიკის შესახებ,როგორც ჯარისკაცმა არ უნდა იფიქროს ჰოსპიტალის შესახებო”, – წერდა თავისი ათეისტური მსოფლმხედველობით გამორჩეული დიდი ფრანგი მწერალი და ფსიქოლოგიური ჟანრის რომანის ერთ-ერთი ფუძემდებელი – ანრი-მარი ბეილი (1783-1842 წლები),იგივე – სტენდალი.
რა გადახდა თავს ქორწინების პირველ ღამეს ნაპოლეონ ბონაპარტს?
სახელოვანი ფრანგი მხედართმთავრის – ნაპოლეონ I ბონაპარტის (1769-1821 წლები) ქარაფშუტული საქციელებით ცნობილ პირველ მეუღლეს – ჟოზეფინ ბოარნეს (1763-1814 წლები) ანტიკური ხანის ჩინეთში გამოყვანილი – მოპსის ჯიშის ძაღლი,სახელად – “ფორჩუნი” ჰყავდა,რომელზედაც თავის მხრივ,ამ ულამაზეს ქალს მზე და მთვარე ამოსდიოდა.