Tag Archives: რომ
იცით თუ არა,რომ
1. გენიალური ინგლისელი მუსიკოსის და ლეგენდარული “ბითლზის” წევრის - ჯონ უინსტონ ონო ლენონის – მეუღლე იოკო ონო,მდიდარი იაპონელი ბანკირის შვილი გახლდათ.ცნობილია ისიც,რომ ლენონი იოკო ონოს,რიგით მესამე ქმარი იყო.
იცით თუ არა,რომ
1. მეცნიერთა დასკვნების თანახმად,დრომ და ეროზიამ დინოზავრის ნაშთების 99% გადაშალა.
იცით თუ არა,რომ
1. ძველბერძნული მითოლოგიის მიხედვით,ოლიმპიელი ღმერთების საკვებს,რომლის მეშვეობითაც უკვდავებას და მარადიულ სიყმაწვილეს ინარჩუნებდნენ – “ამბროსია” ერქვა,ხოლო სასმელს – “ნექტარი”.
იცით თუ არა,რომ
1. პირველი ევროპელი “ქართველოლოგი”,ცნობილი ფრანგი ორიენტალისტი – მარი ფელისიტე ბროსე (1802-1880 წლები) გახლდათ.
იცით თუ არა,რომ
1. ცნობილი ისტორიული ფაქტია,რომ ძველ რომში - გაიუს იულიუს კეისრის (ძვ.წ.აღ-ით 100-44 წლებში) იმპერატორობის ხანაში,რომის სენატში ოფიციალურად განიხილებოდა იმპერატორის მიერ ნანახი ყოველი სიზმარი,რადგან სენატორები აღნიშნულ სიზმრებს განიხილავდნენ,როგორც ღმერთების გზავნილს მათი მისამართით.
იცით თუ არა,რომ
1. ნაპოლეონ ბონაპარტის მომხრეებს შორის გამორჩეული და ცნობილი მეომარი ქალი გახლდათ წარმომავლობით ბელგიელი – მარია შელინკი.მან მონაწილეობა მიიღო ნაპოლეონის თორმეტ საომარ კამპანიაში,რა დროსაც რამდენჯერმე დაიჭრა კიდეც.17 წლიანი სამხედრო სამსახურის შემდეგ,1806 წელს მარიას მიანიჭეს სუბლეიტენანტის წოდება.იგი ასევე დაჯილდოებულ იქნა საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენით.აღნიშნული ჯილდოს გადაცემისას ნაპოლეონმა საჯაროდ განაცხადა: “მუხლი მოიყარეთ,ბატონებო,ამ გამორჩეული ქალის წინაშე.ის იმპერიის დიდების ცოცხალი ხატებაა”.
იცით თუ არა,რომ
1. რუსეთის იმპერატორის ნიკოლოზ II-ის ოჯახი,1918 წელს კომუნისტებმა სამხედრო ტყვეებს დაახვრეტინეს.ერთ-ერთი ჯალათი მათ შორის წარმომავლობით უნგრელი პოლიტიკური მოღვაწე – იმრე ნადი (1896-1958 წლები) გახლდათ,რომელიც შემდგომში უნგრეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს წარმოადგენდა.
იცით თუ არა,რომ
1. გამოჩენილი ინგლისელი ბუნებისმეტყველის – ჩარლზ დარვინის მოსაზრებით,ადამიანი – “ცხოველია”,ხოლო დიდი ავსტრიელი ფსიქოლოგისა და ფსიქოანალიზის ფუძემდებლის – ზიგმუნდ ფროიდის მიხედვით – “პირუტყვი”.
იცით თუ არა,რომ
1. 1931 წლიდან საბჭოთა კავშირში ოფიციალურად აიკრძალა “ბიბლიის” დაბეჭდვა და გავრცელება.
იცით თუ არა,რომ
1. ქრისტიანთა წმინდა წიგნს – “ბიბლიას”,სხავდასხვა პერიოდებში 40 სხვადასხვა ავტორი – 1600 წლის მანძილზე წერდა.იგი 66 წიგნისგან შედგება,რომელთაგანაც 39 “ძველი აღთქმისაა”,ხოლო 27 კი “ახალი აღთქმის”.