Tag Archives: განათლება

დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

დაასახელეთ იმ ებრაული წარმომავლობის მქონე ამერიკელი ფილანთროპი ქალის ვინაობა (მოღვაწეობდა XIX საუკუნეში),რომელსაც მის მიერ უამრავი ადამიანისათვის,განსაკუთრებით კი ობოლი ბავშვებისა და ცხოვრებისაგან გარიყული მანდილოსნებისათვის გაწეული საქველმოქმედო საქმიანობისათვის – „ამერიკის ებრაელი დედა ტერეზა” უწოდეს.

ტალეირანის შესახებ…

„თავადი ტალეირანი მთელი თავისი სიცოცხლე ატყუებდა ღმერთს,სწორედ სიკვდილის წინ კი უცებ ხახამშრალი დატოვა სატანაო”, – ასე მრავლისმეტყველად დაახასიათა ერთმა გონიერმა კაცმა ყველასათვის ცნობილი ფრანგი სახელმწიფო მოღვაწე – შარლ მორის დე ტალეირან-პერიგორი (1754-1838 წლები).

დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

გერმანული ლიტერატურისა და ფილოსოფიის დოქტორი - პაულ იოზეფ გებელსი (1897-1945 წლები),რომელსაც გერმანიის ნაცისტურმა ხელისუფლებამ სახალხო განათლებისა და პროპაგანდის რაიხსმინისტრის პოსტი უბოძა,წიგნების,მუსიკისა და ხელოვნების განსაკუთრებულად მოყვარული მიზანთროპი გახლდათ.

დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

ძველი ეპოქის რომაულ თეატრებში,ყოველი სპექტაკლის დასასრულს მსახიობები წარმოთქვამდნენ იმ ფრაზას,რომელსაც დღეისათვისაც კი ძალიან ხშირად წარმოვთქვამთ ხოლმე ცხოვრებაში.

კაზიმირ პიერ პერიეს მოკლე დახასიათება…

მას შემდგომ,რაც ჟაკ ლაფიტმა დასტოვა თავისი თანამდებობა,საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის ესოდენ საპატიო პოსტი დაიკავა ფრანგმა ბანკირმა და პოლიტიკოსმა – კაზიმირ პიერ პერიემ (1777-1832 წლები).ივლისის მონარქიის აქტიური მონაწილე კაზიმირ პერიე ტანმაღალი,შთამაგონებელი შესახედაობის მქონე კაცი იყო.

დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

დაასახელეთ იმ გეოგრაფისა და კარტოგრაფის ვინაობა,რომელმაც 1539 წელს პირველმა შექმნა ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის რუკა.

პოეტების მდგომარეობა XVIII საუკუნის გერმანიაში

XVIII საუკუნის გერმანიაში პოეტების ბედი ერთობ არასახარბიელო გახლდათ.მათ არც მატერიალური შესაძლებლობები გააჩნდათ და არც ავტორიტეტი.

რა მდგომარეობაში იმყოფებოდნენ ხელოვანები ნიკოლოზ I-ის მმართველობის ჟამს?

„საზოგადოება სწრაფად იძირება ბარბაროსობაში, ვისაც შეგიძლიათ, იხსენით თქვენი სული!” – ლიტერატურის რუსი ისტორიკოსის – ალექსანდრე ნიკიტენკოს ეს ფრაზა სრულად ასახავს რუსეთის იმპერატორის – ნიკოლოზ I-ის მმართველობის ეპოქას (1825-1855 წლები) და განზოგადებულად რომ ვთქვათ,

კოლონი

კოლონი – ძველ რომში წარმოადგენდა მიწას მიჯაჭვულ გააზატებულ მონას,ან ტყვეს,ან ვალგაუსტუმრებელ პირს,რომელიც მონათმფლობელის მიწას იჯარით ამუშავებდა და მასვე,ბატონს,გადასახადს ნატურით უხდიდა.

ივანე მაჩაბელის პირველი შეხვედრა ილიასთან

პატარა სტუდენტური ოთახი კვამლს გაუვსია.ყელმოტეხილ ბოთლში გამაგრებული სანთელი მკრთალად ანათებს ოთახს; სამარისებურ მყუდროებას საათის სუსტი ტაკატუკი არღვევს.