Tag Archives: ფილოსოფია

კარნეადე

კარნეადე - დაიბადა ძვ.წ.აღ-ით 214 წელს კირენაში (თანამედროვე ლიბიის ტერიტორიაზე).იგი გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი ძველბერძენი ფილოსოფოსი და დამაარსებელი – “მესამე აკადემიისა”.

ნომინალიზმი

ნომინალიზმი - ლათინური წარმომავლობის მქონე სიტყვაა,სადაც – nomen,აღნიშნავს სახელს,სახელწოდებას.იგი წარმოადგენს ფილოსოფიურ მიმართულებას,რომლის თანახმადაც ზოგადი ცნებები,ეგრეთ წოდებული -”უნივერსალები” არის ადამიანის გონების მიერ შექმნილი სახელები,

პლატონი – “ეპიზოდი”

ძველ საბერძნეთში ეტლით რბოლაში გამარჯვება (ზოგადად მისი პროფესიონალურად მართვა),ნებიმიერი მოქალაქისათვის უდიდეს წარმატებად მიიჩნეოდა.ერთ-ერთი ცნობილი ეტლის მბრბოლელი ძვ.წ.აღ-ით IV საუკუნისა,გახლდათ,ვინმე – კირენელი ანიკერისი.

არისტოტელე – “სოფისტების” შესახებ წერდა…

“უწინარეს ყოვლისა,უნდა გავარკვიოთ რამდენ მიზანს ისახავენ სოფისტები,რომლებიც მსჯელობენ მხოლოდ იმისათვის,რომ იკამათონ და მოწინააღმდეგეს სძლიონ.ამნაირი მიზანი სულ ხუთია:

სოკრატე – “რა არის სიწმინდე?!”

“თუკი სიწმინდე ისაა,რაც უკლებლივ ყველა ღმერთს მოსწონს და უყვარს,ხოლო უკეთურება ის,რაც არც ერთი ღმერთისათვის არაა მოსაწონი და საყვარელი,საკითხავია,სიწმინდე იმიტომაა სიწმინდე,რომ ღმერთებს უყვართ,თუ პირიქით,იმიტომ უყვართ,რომ სიწმინდეა?

“კალოკაგატია”

“კალოკაგატია” – ბერძნული წარმომავლობის მქონე სიტყვაა და აღნიშნავს “ლამაზს”,”კეთილს”.იგი წარმოადგენს ძველბერძნულ ფილოსოფიურ კულტურას,რომლის მიხედვითაც ადამიანში ჰარმონიულად შერწმულია,როგორც ფიზიკური,ასევე სულიერი სილამაზე.

უილიამ გოდვინი

უილიამ გოდვინი - დაიბადა 1756 წლის 3 მარტს უისბიჩში (კემბრიჯშერის საგრაფო – ინგლისი),დისენტერული მოძღვრების მქადაგებელთა ოჯახში (დისენტერია გახლავთ,ანგლიკანური ეკლესიის დოგმების უარყოფა).უილიამი გახლდათ დიდი ინგლისელი ფილოსოფოსი,ჟურნალისტი და რომანისტი.

ნიკოლო მაკიაველი – “განსჯები ტიტუს ლივიუსის პირველი დეკადის შესახებ”,პროლოგში წერდა

 ”განსჯები ტიტუს ლივიუსის პირველი დეკადის შესახებ” – დიდმა იტალიელმა მოაზროვნემ,ფილოსოფოსმა და სახელმწიფო მოღვაწემ – ნიკოლო მაკიაველმა (1469-1527 წლები),მისი უმნიშვნელოვანესი წიგნის – “მთავარის” დასრულებისთანავე დაწერა,თუმცა მასზე ადრე 1531 წელს გამოაქვეყნა იგი.

“ყოველდღიური ცხოვრების ფსიქოპათოლოგიის” შესახებ…

“ყოველდღიური ცხოვრების ფსიქოპათოლოგია” – უდიდესმა ავსტიელმა ფსიქოლოგმა,ფსიქიატრმა და ნევროლოგმა - სიგიზმუნდ შლომო ფროიდმა (იგივე – ზიგმუნდ ფროიდმა),დაწერა 1901-1904 წლებში.აღნიშნულ წიგნში მან,ბოლომდე მაინც არ ახსნა,რატომ ერევა ასე არაცნობიერი,ადამიანის ცხოვრებაში.

ბლეზ პასკალის ნააზრევი…

“რატომ არ გვაღიზიანებს ფეხმრუდი და რატომ გვაღიზიანებს გონებამრუდი? აი,რატომ: ფეხმრუდი აღიარებს,რომ ჩვენ სწორად დავდივართ,ჭკუანაღრძობს კი ჰგონია,რომ ჭკუა ჩვენ თვითონ გვაქვს ნაღრძობი.ამიტომ სიბრალულს კი არ იწვევს,არამედ გვარისხებს და გვაღიზიანებს.