Tag Archives: რომ
იცით თუ არა,რომ
1. დიდი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე აკაკი წერეთელი,საკუთარ თავს – “დღიურ მუშას” ეძახდა.
იცით თუ არა,რომ
1. მეორე მსოფლიო ომის დაწყების წინ,ნიუ იორკის სატელეფონო წიგნში,ოცდაორი – ჰიტლერის გვარი იყო დაფიქსირებული.ხოლო ომის დასრულების შემდეგ კი – არცერთი,რადგან ასეთი გვარის მქონე ყველა ოჯახმა გვარი გამოიცვალა.
იცით თუ არა,რომ
1. ინდოეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 1950 წლამდე ფეხბურთს ფეხშიშველა თამაშობდა.
იცით თუ არა,რომ
1. 1357 წელს პორტუგალიის დედოფლად,რაც არ უნდა გასაოცარი იყოს კორონიზებულ იქნა,გარდაცვლილი პრინცესა – ინეს დე კასტრო (1325-1355 წლები).
იცით თუ არა,რომ
1. 1140 წელს ვეინსბერგის აღების შემდეგ,საღვთო რომის იმპერიის იმპერატორმა კონრად III-მ დაპყრობილ ქალაქში მაცხოვრებელ ქალებს უფლება მისცა დანგრეული ქალაქიდან რასაც მოერეოდნენ და მოიწადინებდნენ უპრობლემოდ გაეტანათ და ამისათვის ჯარს სპეციალური კორიდორიც კი გააკეთებინა.
იცით თუ არა,რომ
1. ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობაში,1920 წელს შეტანილ იქნა პუნქტი,რომლის თანახმადაც ნებისმიერ ამერიკულ მხატვრულ ფილმში ნამდვილი ფულის გამოჩენა იკრძალებოდა.აღნიშნული კანონი ამერიკაში დღემდე მოქმედებს.შესაბამისად,ამერიკულ მხატვრულ ფილმებში ნაჩვენები არც ერთი კუპიურა “ნამდვილი” არ გახლავთ.
იცით თუ არა,რომ
1. გენიალური ავსტრიელი კომპოზიტორის - ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის უკანასკნელი ნაწარმოები,რომელიც მან სიკვდილამდე 19 დღით ადრე (1791 წელს) დაწერა,გახლავთ: “ხმამაღლა გამოვხატავთ ჩვენს სიხარულს”.აღნიშნული ნაწარმოები დღევანდელ დღემდე – “მასონთა კანტანად” არის მიჩნეული.
იცით თუ არა,რომ
1. ერთ-ერთი უდიდესი დანიელი ფიზიკოსი – ნილს ბორი,არა მარტო დიდებული ფიზიკოსი,არამედ შესანიშნავი სპორტსმენიც გახლდათ.მან დანიის საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში და დანიური კლუბის – Akademisk Boldclub-ის,კარის დარაჯად არა ერთი მატჩი ჩაატარა.
იცით თუ არა,რომ
1. ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს ჯეიმს გარფილდს (1831-1881 წლები),ერთდროულად შეეძლო ცალი ხელით ლათინურად დაეწერა,ხოლო მეორე ხელით ბერძნულად.
იცით თუ არა,რომ
1. ევროპის ერთ-ერთი ულამაზესი ქვეყანა – შვეიცარია,საომარ მდგომარეობაში 1515 წლის შემდეგ აღარ ყოფილა.