Tag Archives: რომ
იცით თუ არა,რომ
1. რძიანი შოკოლადი პირველად XIX საუკუნის შუა ნახევრაში შვეიცარიელმა – დანიელ პიტერმა გამოიგონა,ამიტომ მას “შვეიცარიულ შოკოლადს” უწოდებდნენ.
იცით თუ არა,რომ
1. ძველი ბერძნები “დრაკონულ კანონებს”,ახასიათებდნენ,როგორ დაწერილს არა მელნით,არამედ სისხლით.
იცით თუ არა,რომ
1. შოტლანდიის მეფე იაკობ IV შოტლანდიელი (1473-1513 წლები),გარდა იმისა,რომ მეფე გახლდათ,ამასთანავე იგი იყო მოყვარული-სტომატოლოგი,რომელიც თავის ნათესავებსა და ახლობლებს იქით უხდიდა ფულს იმისათვის,რომ მათ კბილებზე ემკურნალა.
იცით თუ არა, რომ?!
1. ერთ-ერთი უდიდესი იტალიელი ვირტუოზი მევიოლინის – ფრანჩესკო ვერაჩინის (1690-1768 წლები), თავისი ორი ვიოლინოსათვის შემდეგი სახელები ჰქონდა დარქმეული: “წმინდა პეტრე” და “წმინდა პავლე”.
იცით თუ არა,რომ
1. ერთ-ერთ უდიდესს და უძველეს ბრიტანულ ენციკლოპედიაში “Encyclopaedia Britannica”-ში,რომელიც გამოცემულ იქნა 1768 წელს,ადამიანთა მოდგმა შემდეგ ნაწილებად იყო დაყოფილი: ამერიკელები,ევროპელები,აზიატები,აფრიკელები და მონსტრები.
იცით თუ არა,რომ
1. სამედიცინო ისტორიაში პირველად ტერმინი “ფსიქიატრია” და “ჰოსპიტალი ფსიქიატრიული თერაპიისათვის” (ფსიქიატრიული საავადმყოფო),შემოღებულ იქნა დიდი გერმანელი მედიკოსის,ფიზიოლოგისა და ფილოსოფოსის – იოჰან კრისტიან რეილის მიერ (1759-1813 წლები).
იცით თუ არა,რომ
1. მას შემდეგ,რაც ლავრენტი ბერიას,აღელვებულმა დემეტრაძემ მოახსენა დიდებული ქართველი პოეტის – პაოლო იაშვილის თვითმკვლელობის ამბავი,განაცხადა: “შენ რას ღელავ აგრე,მოიკლა და მოიკლა.რა მოხდა ასეთიო!
იცით თუ არა,რომ
1. პირველი მულტიპიკაციური ფილმი მსოფლიოში გახლავთ,ცნობილი ფრანგი კარიკატურისტის – ემილ კოლის,მიერ შექმნილი და 1908 წლის 17 აგვისტოს ნაჩვენები ნახატი ფილმი,სახელწოდებით: “ფანტასმაგორია”.
იცით თუ არა,რომ
1. პრველად “ქოლგა” ჩვ.წ.აღ-მდე IX საუკუნეში იქნა გამოგონებული და მის სამშობლოდ ეგვიპტესა და ჩინეთს მიიჩნევენ.
იცით თუ არა,რომ
1. გენიალურმა იტალიელმა საოპერო მომღერალმა (ტენორმა) – ენრიკო კარუზომ (1873-1921 წლები),მისი დიდებული კარიერის მანძილზე 7-ჯერ გაიკეთა “ხმის იოგების” ოპერაცია.