Tag Archives: სხვა
ქრისტინა ჟივულსკას წიგნიდან – “მე გადავურჩი ოსვენციმს”
” – იცეკვე,შვილო,როგორც გიბრძანეს.ღიმილის საფარქვეშ დამალე შენი ღრმა მწუხარება.იცეკვე,ღმერთის წინაშე,უბედურო!”
დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
დაასახელეთ,რა კატეგორიის ხალხისათვის დააარსა დახმარების ფონდი აღორძინების ხანის ერთ-ერთმა ინტელექტუალმა ვენეციელმა პოეტმა ქალმა – ვერონიკა ფრანკომ (1546-1591 წლები)?
ნოდარ დუმბაძე – “რა კარგი იქნებოდა, ცა რომ სარკე იყოს!”
“რა კარგი იქნებოდა, ცა რომ სარკე იყოს, მაშინ ჩვენ, ვინც ცას ვუყურებთ, დავინახავდით ერთმანეთს. მე დავინახავდი მამიდას, დავინახავდი ჩემს სოფელს, მთელ ქვეყანას დავინახავდი. რამდენ უცნობ კაცს და ჩემს ტოლს დავინახავდი, რამდენი ნაცნობი მეყოლებოდა… მთელ მსოფლიოს გავიცნობდი და მთელი მსოფლიო გამიცნობდა.
რატომ გვირჩევდა დეილი კარნეგი ბენჯამინ ფრანკლინის “ავტობიოგრაფიის” წაკითხვას?
1771 – 1790 წლებში ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთმა ყველაზე ღვაწლმოსილმა ფუძემდებელთაგანმა – ბენჯამინ ფრანკლინმა (1706-1790 წლები),თავისი განვლილი ცხოვრების შესახებ მეტად საინტერესო ინფორმაციების შემცველი მემუარები დაწერა,რომლებიც სამწუხაროდ,გარდაცვალების გამო ბოლომდე ვერ დაასრულა.
ნიკოლაი გუმილიოვი – “ჩვენ,ყველანი,დაბადებისთანავე სიკვდილმისჯილები ვხდებით!”
“უკანასკნელ პერიოდში გამუდმებით სიკვდილზე ვფიქრობ.გამუდმებით არა,ხშირად.განსაკუთრებით ღამით.ადამიანის მთელი ცხოვრება რაოდენ წარმატებული და ბედნიერიც არ უნდა იყოს,მაინც ტრაგიკული დასასრული აქვს,რადგან იგი გარდაუვალად სიკვდილით მთავრდება.რაც უნდა ეცადო,მაინც სიკვდილი მოგიწევს.ჩვენ,ყველას დაბადებიდანვე სიკვდილი გვაქვს მისჯილი და მაშასადამე,ჩვენ,ყველანი,დაბადებისთანავე სიკვდილმისჯილები ვხდებით!
ლევ ტოლსტოი წერდა…
„რომელმა პარტიამაც კი არ უნდა გაიმარჯვოს, იგი იძულებულია ძალაუფლების შესანარჩუნებლად არა მხოლოდ ძალმომრეობის ყველა არსებული საშუალება გამოიყენოს, არამედ კიდევ ახლებიც მოიგონოს”.
უინსტონ ჩერჩილი წერდა…
“მე აღტაცებაში მოვყავარ ადამიანებს,თავიანთ დამარცხებულ სამშობლოს ქომაგად რომ უდგებიან,თუნდაც მოპირდაპირე მხარეს ვიდგე”.
ჟაკ ბენინ ბოსიუე წერდა…
„ადამიანის ცხოვრების ბედნიერი წუთები ჰგვანან ლურსმნებს, ერთი მეორის დაშორებით მიჭედილთ კედელზე:
სესილია თაყაიშვილის 80 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო წერილი ვერიკო ანჯაფარიძეს…
“ვერიკო! ახლაც მახსოვს ის დღე,პირველად რომ გნახეთ.თუ არ ვცდები,ეს იყო 1922 წელი.რუსთაველის თეატრის ფოიეში ვიდექი ამხანაგებთან ერთად.მაშინ მე სტუდიაში ვსწავლობდი,თქვენ კი უკვე მსახიობი იყავით.გამოიარეთ და რატომღაც მე მთხოვეთ პომადა,რომელიც არ მქონდა.შეგხედეთ და გავოცდი – თქვენ გეცვათ ყვითელ-მწვანედ ნაქსოვი კაბა.თვალი ვერ მოგწყვიტეთ.ისე არაჩვეულებრივად მიმზიდველი იყავით, და ასეთი დარჩით მთელი სიცოცხლე.
რას ხუმრობდნენ “ჰოლივუდი”-ს შესახებ?
ამერიკის შეერთებული შტატების კინო და სატელევიზიო ინდუსტრიასთან ასოცირებულ “ჰოლუვუდში”, 1960-იან წლებში, თავად “ჰოლივუდის” შესახებ ერთი მეტად ნიშანდობლივი ხუმრობა იყო გავრცელებული,რომელიც ასე ჟღერდა: