Tag Archives: განათლება
არნოლდ ჩიქობავა – “.ჩვენ გვავიწყდება,რა შეუძლია მოსწავლეს,რა შეუძლია სტუდენტს”
“ლექციის წაკითხვა ადვილია,თუ დავივიწყებთ მსმენელს,აუდიტორიას.საჭიროა კონტაქტი არა მარტო ლექტორსა და მსმენელს შორის,არამედ კონტაქტი იმ ცოდნასა,რაც სტუდენტმა იცის, და იმ ცოდნას შორის,რაც ლექტორმა უნდა მიაწოდოს მას.
“ბოგოტას ოქროს მუზეუმი”-ს შესახებ…
კოლუმბიის რესპუბლიკის დედაქალაქ ბოგოტაში,კერძოდ,მის ერთ-ერთ უძველეს რაიონში – ლა-კანდელიარიაში განთავსებული – “ბოგოტას ოქროს მუზეუმი” მსოფლიოში ერთადერთი მუზეუმია,სადაც დაცული და წარმოდგენილია უძველესი ინდიელი იუველირების მიერ დამზადებული უნიკალური ოქოს ნაკეთობები,რომლებიც კოლუბამდელ ეპოქას განეკუთვნებიან.
რა? სად? როდის?
შეკითხვა პირველი: დაასახელეთ,რა სახელი უწოდა გამოჩენილ რუს პოეტს,მწერალსა და ლიტერატორ ქალს – ანა ახმატოვას საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრმა,ამხანაგმა – ანდრეი ჟდანოვმა?
გრიგოლ ორბელიანი – “ეპიზოდი”
1865 წელს თბილისში დიდი სიძვირე ჩამოვარდა,ქალაქში შემოსატან საქონელზე დიდი ბაჟები დაიდვა,ხარჯები და გადასახადები მოუმატეს.ხალხი სამართალს ვეღარ ჰპოვებდა.აღელდა,უკმაყოფილებას აცხადებდა,მაგრამ მსმენელი და გულშემატიკვარი,როგორც ხდება ხოლმე,არავინ ჩანდა.
პეტრე უმიკაშვილი – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია, XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დასაწყისში რუსეთის იმპერიის ხელისუფლება საქართველოში ქართული ენის ამოძირკვას განსაკუთრებული მონდომებით ცდილობდა.
თედო რაზიკაშვილის შესახებ…
ვაჟა-ფშაველასა და ბაჩანას სახელოვანი მწერალი და პოეტი ძმა – თედო რაზიკაშვილი (1869-1922 წლები),რევოლუციური საქმიანობისათვის 1905 წელს დააკავეს.იგი მეამბოხედ იქნა მიჩნეული,რის გამოც სამუდამო გადასახლებით დასაჯა რუსეთის იმპერიის ხელისუფლებამ.
იროდიონ ევდოშვილი – “ეპიზოდი”
ილია ჭავჭავაძის ვერაგულმა მკვლელობამ სასიქადულო ქართველ მწერალზე და პოეტზე - იროდიონ ევდოშვილზე (1873-1916 წლები) მეტად უარყოფითი გავლენა იქონია.სწორედ ეს ამაზრზენი მოვლენა იქცა მისი პოლიტიკური მსოფლმხედველობის რადიკალურად შეცვლის უმთავრესი მიზეზი.
რა? სად? როდის?
შეკითხვა პირველი: დაასახელეთ,რა უწოდა გენიალურ პოლონელ კომპოზიტორსა და პიანისტს – ფრედერიკ შოპენს,მისი კონცერტით აღფრთოვანებულმა დიდმა გერმანელმა პოეტმა და პუბლიცისტმა – ჰაინრიხ ჰაინემ?
პიერ-ჟან დე ბერანჟეს შესახებ…
ბურჟუაზიულ ოჯახში დაბადებული დიდი ფრანგი პოეტი და სატირული შინაარსის მქონე პოლიტიკური პამფლეტების ავტორი - პიერ-ჟან დე ბერანჟე (1780-1857 წლები),იმთავითვე დაინტერესებული გახლდათ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით.
რა? სად? როდის?
შეკითხვა პირველი: ერთ-ერთმა რუსმა მწერალმა,თავის პირველ და ყოვლად უგერგილო რომანში (გამოქვეყნდა 1956 წელს),ქართველებს მწვანილის სიყვარულის გამო – “ბალახიჭამიები” გვიწოდა,რამაც ჩვენ ერს ძალიან ატკინა გული.დაასახელეთ,რომელმა რუსმა “ლიტერატორმა” მოგვიხსენია ქართველები “ბალახიჭამიებად”?