Tag Archives: სხვა

ალბერტ აინშტაინის მოსაზრებები…

“სოციალური სამართლიანობისა და სოციალური ვალდებულებების მიმართ ჩემი დაუოკებელი მგრძნობელობა ყოველთვის უჩვეულოდ უპირისპირდებოდა ადამიანებთან უშუალო სიახლოვისა და ადამიანთა გაერთიანებების მიმართ მკაფიოდ გამოკვეთილ ჩემივე გაუცხოებას.

“უსათაუროდ!!!”

“საოცრებები პლატონის ათენშიც ხდებოდა,არისტოტელეც გარბოდა,მიქელანჯელოს ფლორენციაშიც ისროდნენ,ნაპოლეონსაც მისდევდნენ,სხვებიც გარბოდნენ… გაქცევა რეაქციაა,როდესაც მგელი მოგსდევს.ქართველიც გარბის,მაგრამ ქართველს მგელი არ მისდევს.ქართველს არავინ მისდევს,არავინ იჭერს,არც კი მისტირის…

ნოდარ დუმბაძე – მიხეილ ჯავახიშვილის შესახებ…

“ჯავახიშვილი შიშით,პარვით,ალიყურით და კრულვით შეძენილი მწერალია ჩემთვის,ამიტომ მიყვარს იგი ასერიგად,ამიტომ განვიცდი მას დღემდე ყმაწვილივით,ამიტომ მიმაჩნია თავი მის შეგირდად,რითაც უსაზღვრელად ვამაყობ და ვიამაყებ ყოველთვის.

დავით კლდიაშვილის შესახებ წერდნენ..

“ვისაც დავით კლდიაშვილის კომედიებში ტრაგედია ვერ დაუნახავს,მას უფლება არა აქვს იფიქროს,რომ იცინის დავით კლდიაშვილის სიცილით”.

ალბერტ აინშტაინის ნააზრევი…

“…თქვენ, ალბათ ფიქრობთ, რომ მე მშვიდი კმაყოფილებით ვავლებ თვალს ჩემი ცხოვრებისეული შრომის შედეგებს.

ვიქტორ მარი ჰიუგო – “ვოლტერის დახასიათება”…

“ფარისევლებთან ბრძოლა,მლიქვნელთა გაშიშვლება,ტირანიის მტვერში დამხობა,მასთან უზურპაციის,ცრუმორწმუნეობის,სიცრუის და სიმდაბლისა,ტაძრის აღება იმისათვის ,რომ აშენდეს ახალი,ესე იგი შეიცვალოს სიცრუე ჭეშმარიტებით,სასამართლოს სისასტიკის მხილება,თავდასხმა სისხლისმსმელ მსახურებზე,შოლტის აღება და ტაძრიდან მეკერმეთა განდევნა,

სამსონ ფირცხალავა “ერის” შესახებ წერდა…

“ყოველმა ერმა თვით უნდა გამოსჭედოს თავისი ბედი.თვით უნდა დაწნას თავისი გვირგვინი თავის გულის წვეთებით,თავის ნერვების გამონაწურით,თავის ძვლების ტვინით.

ილია ჭავჭავაძის წერილი – პეტრე უმიკაშვილს…

“მე,სწორედ გითხრა,ცუდი აგებულების კაცი ვარ! დიდი მოსვენება და შეღავათი მინდა,რომ დავსწერო რამე და მინამ მე ჩინოვნიკობას თავს არ დავანებებ,ეგ მოსვენება და შეღავათი ჩემთვის სიზმარია.თუ დავიწყე და არაფერმა არ დამიშალა,დაწყებულს მალე შევასრულებ, და თუ დაწყებული შემაწყვეტინა რამემ,გათავდა,მე იმ დაწყებულს ვეღარ მოვუბრუნდები.

ფრანც ლისტის “ნეკროლოგი” – ნიკოლო პაგანინის შესახებ…

“პაგანინი გარდაიცვალა და მასთან ერთად ჩაიფერფლა ძლიერი სული,მისნაირ რჩეულ შვილთ ბუნება სწრაფად უკან იბრუნებს.მასთან ერთად მინაცრდა ხელოვნების უნიკალური ფენომენი.მის გენიას არ ჰყოლია არც მოძღვარი და არც ბადალი,იგი იყო იმდენად უზარმაზარი,რომ მიმბაძველიც ვერ გამოუჩნდა.

გაბრიელ ბონერ “კოკო” შანელის ნააზრევი…

“ყველაფერი ჩვენს ხელთაა,ამიტომაც არ ღირს დანებება! სიღარიბე სულაც არ არის ფუფუნების საპირისპირო ცნება.ნამდვილი ელეგანტურობა მოძრაობის თავისუფლებას გულისხმობს.ელეგანტურობას არ ქმნის ახალი კაბა.ელეგანტურია – იმიტომ,რომ ელეგანტურია და ახალი კაბა აქ არაფერ შუაშია.