Tag Archives: ისტორია

ჯენი ვანდა ბარკმანი – “ლამაზი მოჩვენება”

ჯენი ვანდა ბარკმანი - დაიბადა 1922 წლის 30 მაისს,გერმანიაში.იგი წარმოადგენდა “შტუტგოფის” (დაარსებული ფაშისტთა მიერ ოკუპირებულ პოლონეთის ტერიტორიაზე 1939 წელს) საკონცენტრაციო ბანაკის სისასტიკით განთქმულ ზედამხედველ ქალს,რომელსაც მისი “ლამაზი აღნაგობის” გამო – “ლამაზი მოჩვენება” უწოდეს.

ზბიგნევ კაზიმეჟ ბჟეზინსკი – “ეპიზოდი”

საყოველთაოდ ცნობილი პოლონური წარმომავლობის მქონე,ამერიკელი პოლიტოლოგი,სოციოლოგი და სახელმწიფო მოღვაწე - ზბიგნევ კაზიმეჟ ბჟეზინსკი,დიდი ხნის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი წამყვანი იდეოლოგი იყო.

გამალ აბდელ ნასერი – “ეპიზოდი”

გამალ აბდელ ნასერი (1918-1970 წლები) – წარმოადგენდა ეგვიპტის რიგით მეორე პრეზიდენტს,რომელიც სათავეში უდგა ეგვიპტის სისხლიან გადატრიალებას,რა დროსაც დამხობილ იქნა მეფე ფარუკის მონარქია და ეგვიპტე გამოცხადდა რესპუბლიკად.

ტომას ვუდრო უილსონის “სიტყვით გამოსვლიდან”

ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 28-ე პრეზიდენტმა – ტომას ვუდრო უილსონმა (1856-1924 წლები),ერთ-ერთი საჯარო გამოსვლისას 1916 წელს,საკმაოდ საინტერესო და მსოფლიოსათვის მეტად საყურადღებო განცხადება გააკეთა:

რონალდ უილსონ რეიგანი – “დაანგრიეთ ეს კედელი!”

“დაანგრიეთ ეს კედელი!” - ინგლისურ ენაზე “Tear down this wall!”,წარმოადგენს 1987 წლის 12 ივნისს,ბერლინში ბრანდენბურგის ჭიშკართან,ამერიკის შეერთებული შტატების ლეგენდარული პრეზიდენტის - რონალდ უილსონ რეიგანის მიერ წარმოთქმულ ისტორიულ ფრაზას.

“ისტორიის სანაგვე”

“ისტორიის სანაგვე” - ინგლისურ ენაზე “Ash heap of history”,გახლავთ ტერმინი,რომელიც პირველად გამოყენებულ იქნა 1917 წლის 25 ოქტომბერს “საბჭოების მეორე ყრილობაზე”,საბჭოთა მარქსისტი რევოლუციონერის და თეორიტიკოსის,წითელი არმიის დამაარსებლის და პირველი ხელმძღვანელის – ლევ ტროცკის (1879-1940 წლები) მიერ.

ნიკო ნიკოლაძის ნააზრევი…

” – როგორ თუ რამ დასცაო ჩვენი მამული,შემომკივლებს ვინმე ცრუპატრიოტი,იმან დასცა,რომ პატარა ხალხი ვიყავით, და დიდრონები შემოგვესიაო.ვერ გაუძელით, და ის იყოო ჩვენი დაცემის მიზეზი!

“ბამბუკის ფარდა”

“ბამბუკის ფარდა” - ინგლისურ ენაზე “Bamboo Curtain”,წარმოადგენს “ევფემიზმს” (ამა თუ იმ ენობრივ კოლექტივში სააუგოდ,საჩორითოდ ან სახიფათოდ მიჩნეული სიტყვა-თქმათა ნაცვლად ხმარებული უფრო ნატიფად,ზრდილობიანად და უვნებლად მიჩნეული სიტყვა-თქმები),საყოველთაოდ ცნობილი ტერმინის – “რკინის ფარდისა”.

კუევა-დე-მენგა

კუევა-დე-მენგა (ან შესაძლოა მოვიხსენიოთ,როგორც – “დოლმენი მენგა”) – წარმოადგენს ყველაზე დიდ დოლმენს (მეგალითური ნაგებობას,ყორღანს) ევროპაში,რომელიც ჩვ.წ.აღ-მდე 3000 წლით თარიღდება.

სტელა გოლდშლაგი

სტელა გოლდშლაგი - დაიბადა 1922 წლის 10 ივლისს,გერმანიაში.იგი წარმოადგენდა ებრაული წარმომავლობის მქონე კოლაბორაციონალისტ ქალს,რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობდა “გესტაპოსთან”,რითაც საკუთარი თავი “საყოველთაო ზიზღის” ობიექტად აქცია.