Tag Archives: ამონარიდები ანატოლ ფრანსის გენიალური ავტობიოგრაფიული ქმნილებიდან – „სიცოცხლის ყვავილობა”
ამონარიდები ანატოლ ფრანსის რომანიდან – „ღმერთებს სწყურიათ”
„ – ნება მომეცით თქვენ წინაშე ერთი უპირატესობა ვიქონიო. რადგან ვერ მიცნობთ, ჩემი შეყვარება არ შეგიძლიათ. მე კი, ბატონო, თუმცა ვერ გიცნობთ, მაინც თავისთავზე მეტად მიყვარხართ; ასეთია ღვთის ცნებაც”.
ამონარიდები ანატოლ ფრანსის რომანიდან – „ღმერთებს სწყურიათ”
„ – რაც მეტს ვფიქრობ, მით უფრო ვრწმუნდები, რომ სამყარო ჭკუაზე შეშლილია”.
ამონარიდები ანატოლ ფრანსის რომანიდან – „პინგვინთა კუნძული”
„მეფე სოლომონმა ბრძანა,რთული შესაცნობია სამი რამ,მეოთხე კი სრულიად შეუძლებელი. ვერ შეიცნობ გველის კვალს კლდეზე, ფრინველისას ჰაერში, გემის წყალზე და მამაკაცისას დედაკაცში”.
ამონარიდები ანატოლ ფრანსის გენიალური რომანიდან – „ანგელოზების აჯანყება”
„ – უბედურები,სანამ სული უდგათ პირში,ებღაუჭებიან სიცოცხლეს; გაქრობაში როდი ეძიებენ ნუგეშს. არყოფნაში მოსვენებას ვპოვებთო,თავს როდი იიმედებენ.
ამონარიდები ანატოლ ფრანსის რომანიდან – „პინგვინთა კუნძული”
„ქალი ცოდვილია,თუ სხეულს ფულზე ჰყიდის,მაგრამ უფრო ცოდვილია,როცა უფასოდ ნებდება.
ამონარიდები ანატოლ ფრანსის რომანიდან – „პატარა პიერი”
„კარგად ვიცი,რომ ფული სათავეა ყოველგვარი ბოროტებისა და ღრნის ჩვენს ისედაც სასტიკ საზოგადოებას,რომლითაც ასე ვამაყობთ ხოლმე”.
ამონარიდები ანატოლ ფრანსის გენიალური ავტობიოგრაფიული ქმნილებიდან – „სიცოცხლის ყვავილობა”
„თუ საღად ვიმსჯელებთ,თუ ჩვენი ქვეყნის მსგავსად შექმნილ ყველა პლანეტაზე ცხოვრობს,ან იცხოვრებს სულდგმული,თუ იქაური მცხოვრებელებიც იმავე კანონებს ემორჩილებიან,რომელთაც ჩვენ ვმონებთ,ბოროტებას არა ჰქონია საზღვარი; მას უსასრულო სამყარო მოუცავს და ბრძენ კაცს ისღა დარჩენია,გაექცეს სიცოცხლეს,ანდა მასხრად აიგდოს იგი”.