Tag Archives: ამონარიდი თედორე დოსტოევსკის ნაწარმოებიდან – “მკვდარი სახლის ჩანაწერები”
ამონარიდი თედორე დოსტოევსკის რომანიდან – „ეშმაკნი”
„ – მე მუდამ ბევრს ვლაპარაკობ, ანუ ბევრს ვყბედობ. ვჩქარობ თანაც. ამიტომაც არაფერი გამომდის. მერედა რად ვყბედობ ამდენს და რატომ არაფერი გამომდის?
ამონარიდი თედორე დოსტოევსკის რომანიდან – „მკვდარი სახლის ჩანაწერები”
„გვხვდება და საკმაოდ ხშირადაც, მკვლელის ასეთი ტიპი: ცხოვრობს კაცი წყნარად და მორჩილად, მწარე ხვედრს ითმენს. ვთქვათ, გლეხია, შინაყმა, მეშჩანი ან ჯარისკაცი.
ამონარიდი თედორე დოსტოევსკის რომანიდან – „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი”
„გამიგონეთ,რას გეტყვით! რომ შეიძლებოდეს და მოხდეს (თუმცა ადამიანის ბუნება ისეთია,ეს არ მოხდება),რომ მოხდეს და ყველა ჩვენგანმა ასწეროს პირწმინდად ყველაფერი,რაც კი რამ დაფარული აქვს,მაგრამ ასწეროს ისე,რომ იმის თქმისა არ შეგეშინდეს,არა მარტო რის თქმისაც ეშინია და არას დიდებით არ იტყვის საქვეყნოდ,არა მარტო იმისა,რის თქმისაც ეშინია საკუთარ მეგობრებთან,არამედ იმისიც კი,რაშიც ზოგჯერ საკუთარ თავსაც არ გამოუტყდება, – მაშინ ქვეყანა ისე ამყრალდებოდა,
ამონარიდი თედორე დოსტოევსკის რომანიდან – “დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი”
„ყველაფერი ჩემთვის არსებობს ამქვეყნად და ეს ქვეყანაც ჩემთვის გაუჩენიათ.გამიგონეთ,ჩემო მეგობარო,მე მწამს კიდევ ის,რომ შეიძლება ადამიანმა კარგად მოჭამოს ეს წუთისოფელი.ეს ყველაზე საუკეთესო რწმენაა,რადგან ეს რწმენა რომ არა ჰქონდეს ადამიანს,სულაც ჩაიქნევდა ხელს ცხოვრებაზე და იძულებული გახდებოდა,თავი მოეწამლა.
ამონარიდი თედორე დოსტოევსკის დიდებული რომანიდან – „ძმები კარამაზოვები”
„ლოცვას ნუ დაივიწყებ,ყმაწვილო.ყოველთვის,ლოცვისას,თუკი ის გულწრფელია,ახალი გრძნობა გაკრთება შენს გულში,მას კი ახალი,შენთვის იქამდე უცნობი აზრიც მოჰყვება,რომელიც კვლავ გაგამხნევებს; და მიხვდები ბოლოს,რომ ლოცვა – აღზრდაა.გახსოვდეს და ყოველდღე და როცა შეძლებ,იმეორე შენთვის: “უფალო,შეიწყალე დღეს შენ წინაშე წარმდგარნი”.რამეთუ ყოველ საათსა და ყოველ წამს,მრავალი ათასი ადამიანი ეთხოვება ხორციელ სიცოცხლეს
ამონარიდი თედორე დოსტოევსკის გენიალური რომანიდან – “ძმები კარამაზოვები”
“მუდამ გახსოვდეს,რომ არ შეიძლება ვინმეს მსაჯული იყო,რამეთუ დედამიწაზე არავის აქვს უფლება,დამნაშავის მსაჯული იყოს იქამდე,ვიდრე არ გააცნობიერებს,რომ თვითონაც ისეთივე ბოროტმოქმედია,როგორიც მის წინ მდგარი,ან იქნებ თვითონ,მის წინ მდგარზე დიდი ბრალიც მიუძღვოდეს იმ დანაშაულში. ყველას მხოლოდ მაშინ აქვს უფლება გახდეს მსაჯული,
ამონარიდი თედორე დოსტოევსკის ნაწარმოებიდან – „მკვდარი სახლის ჩანაწერები”
„არიან ადამიანები, ავაზასავით სისხლზე დაგეშილნი. ვისაც ერთხელ მაინც გამოუცდია ეგ უფლება, ეს განუსაზღვრელი ბატონობა სხეულზე, სისხლსა და სულზე თვისივე მსგავსი ადამიანისა, ქრისტეს კანონით იმგვარადვე შექმნილი თავისივე ძმისა; ვისაც გამოუცდია უფლება და სრული შესაძლებლობა ღვთისაგან გაჩენილ მეორე არსების უზომოდ დამცირებისა, ის უკვე როგორღაც ნება-უნებლიეთ ხდება თავისივე შეგრძნებების მონა.